მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:22

21. სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.22. სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო.23. სარწმუნოებით მოსე, იშვა რაჲ, დამალეს სამ თუე მამა-დედათა მისთა, რამეთუ იხილეს მკჳრცხლ ყრმაჲ იგი, და არა შეიშინეს ბრძანებისა მისგან მეფისა.
ებრაელთა მიმართ თავი 11
22. სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების მიტევება და სათნოებისკენ შეგონება (50:19-25):

...დ ამ მოტივით დაანდერძა ძვლების გადატანა, მოისმინე პავლეს სიტყვები: „სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა", — და ამით არ შემოიფარგლა; არამედ იმის საჩვენებლად, რა მოტივით ზრუნავდა იოსები თავისი ძვლების გადატანაზე, მოციქული კიდევ ამბობს: „და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო" ().

შესაძლოა, დღეს ზედმეტად ვილაპარაკეთ, მაგრამ შეგვინდეთ. წიგნის ბოლოს მივუახლოვდებით რა, გვინდა დღეს მისი გადმოცემა დავასრულოთ და ამგვარად ჩვენი შეგონებები შევაჯამოთ. მხოლოდ ჩვეულებრივ შეგონებას დავუმატებთ: დაიმახსოვრეთ ნათქვამი და ძველი მართალთა სათნოებებს მიბაძეთ: მათ უმწყინარობას მათ შემაწუხებელთა მიმართ, მათ სულგრძელობას მავნებელთა მიმართ, მათ მაღალ თავმდაბლობას. ასეთი სათნოებებით მიიზიდა ეს მართალიც — იოსებმა — ღვთისგან ასეთი დიდი კეთილგანწყობა. თუ ჩვენც ვისურვებთ ზეგარდმო შეწევნას, ვიზრუნოთ სათნოებაზე. ამგვარად ჩვენც სულიწმიდის მადლს მოვიზიდავთ — ამჟამინდელ ცხოვრებასაც უდარდელად გავატარებთ და მომავალ სიკეთეებსაც დავიმკვიდრებთ; რისიც ჩვენ ყველანი ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა