...„იგავი“ ტიპსაც და ხატსაც ეწოდება, როგორც პავლეც აჩვენებს, როცა ამბობს: „სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო“ (); „რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი“ (); ესე იგი - ტიპითა და ხატით.
3. ცოდვის შიში და ამაო შიშები
მაშ, აქ რას გულისხმობს სიტყვა „იგავი“? ჩემი აზრით, იგი თხრობას გულისხმობს. თუ სიტყვას გამოცანურად ხდის და დიდ სირთულეს ანიჭებს, მაინც ნუ შეშფოთდები; ამას იმისთვის აკეთებს, რომ მსმენელი გამოაფხიზლოს; და კიდევ იმიტომაც, რომ სიმარტივეს ბევრი დაუდევრობისკენ მიჰყავს, ამიტომ იგავით მეტყველებს. რადგან ქრისტეც ბევრს იგავებით ამბობდა, ამ იგავებს კი მოწაფეებს ცალკე განუმარტავდა. იგავი ხომ ღირსეულსა და უღირსს განარჩევს: ღირსეული ცდილობს, ნათქვამის აზრი იპოვოს, უღირსი კი გვერდს ჩაუვლის; სწორედ ეს ხდებოდა მაშინაც. იუდეველებს ხომ თვით სირთულეც ვერ აფხიზლებდა და...