...აღთქმაშიც, სადაც გრძნობადი საგნებით მართულნი იყვნენ, ვნახავთ, რომ სულიერი სიბრძნის მცოდნენი უმეტესი სიკეთეებით იმართებოდნენ. ამასვე ცხადყოფდა პავლე, როცა ამბობდა: „სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს“ (). ამრიგად, ღვთისმოშიშთა საზღაური მხოლოდ ეს არ არის: თავისიანებით ტკბობა, ცოლი, შვილები და სახლის კეთილდღეობა; ესენი ზედმეტად და დამატების რიგშია, მთავარი და დიდი კი, ჯერ ერთი, თვით ღვთის შიშია, რომელსაც საზღაური თავის თავში აქვს, შემდეგ კი ის გამოუთქმელი სიკეთენი: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა“ (). „გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალჱმსა“ (). სხვა მთარგმნელი: „და იხილე იერუსალიმი სიკეთეებში“. „სიკეთეებად“ ქალაქს გულისხმობს: სიმდიდრეს, მშვენიერებას, გამარჯვებებს, პატივს, კეთილდღეობას, ნაყოფიერ წელიწადს, უსაფრთხოებ...
ებრაელთა მიმართ 11:13
...ამასვე ცხადყოფდა პავლეც, როცა წერდა: „ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად“ (). რომელი მიზეზით, მითხარი? იმით, რომ „აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუყანასა ზედა“ (). ეს არის ყოველი სათნოების ფესვი და საფუძველი. რადგან ვინც აქაურისთვის უცხოა, ზეციურის მოქალაქე იქნება. ვინც აქაურისთვის უცხოა, იგი ახლანდელზე არ მიჯაჭვდება; არც სახლზე იზრუნებს, არც ფულზე, არც საზრდოზე და არც სხვა მსგავს რამეზე; არამედ, როგორც უცხო ქვეყანაში მცხოვრებნი ყველაფერს აკეთებენ და ყოველ საქმეს სამშობლოში დაბრუნებისთვის წარმართავენ და ყოველდღე ჩქარობენ, რომ დაბრუნების დღე იხილონ, ასევე მომავალ სიკეთეთა მოყვარულიც არც ახლანდელი სამწუხაროებით დამდაბლდება და არც კეთილდღეობით აღიმაღლებს თავს, არამედ ორივეს ჩაუვლის, როგორც გზაზე მავალი. სწორედ ამიტომ ლოცვაშიც გვებრძანება ვთქვათ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“ (), რათა იმ დღისკენ მივ...
...22:32; ). შემდეგ კი ამგვარი სახელდების მიზეზიც ზემოთ დაასახელა და თქვა: „მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი“ (). ეს არის მიზეზი; ამიტომაც დასძინა: „ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად“ (). რომელ მიზეზს? მითხარი. იმიტომ, რომ აღიარეს, უცხონი და ხიზნები ვართო, ახლანდელთან არაფერი გვაქვს საერთოო, არამედ ყოველივე ამქვეყნიურს მოსწყდნენ და ასე ცხოვრობდნენ უცხო ქვეყანაში.
„რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა.“ (). მითხარი, რა შენდობა ექნებათ ხისტებსა და დაუთმობლებს, როცა კლდე, განუკვეთელი, მაგარი და დაუთმობელი, ღვთის ბრძანებას ემორჩილება, ხოლო კაცი,...
...დაბ 50:24). და, რომ რწმენის თვალით წინასწარ ჭვრეტდნენ მომავალს, მოისმინე, როგორ უწოდებს სიკვდილს განსვენებას: „დავეფლა", – ამბობს, – „მამათა ჩუენთა თანა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს" (). რა სახით? რწმენის თვალით. ამრიგად, არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს განკარგულება სულმოკლეობის საქმე იყო, არამედ დროის გარემოებებითა და მათი მომავალი გამოსვლის წინასწარხედვით მართალი ყოველგვარი განკითხვისაგან გაათავისუფლოს. ახლა კი, როცა ქრისტეს მოსვლით სიბრძნისმოყვარეობა ამაღლდა, ყველა სამართლიანად დაგმობდა ასეთ საქმეებზე მზრუნველს.
და ნურავინ მიიჩნევს საბრალოდ უცხოეთში სიცოცხლე რომ დაასრულა, ამ სოფლიდან რომ გადაისახლა უდაბნოში. არა იგი არის საბრალო, არამედ ის, ვინც ცოდვებში კვდება, თუნდაც საკუთარ სარეცელზე დაესრულოს სიცოცხლე, საკუთარ სახლში, თუნდაც მეგობრების თანდასწრებით. და ნურავინ მეუბნება ამ ცარიელ, სასაცილო და უგუნურ სიტყვებს: ესა და ეს ძაღლზე უპატიოდ მოკვდაო – არცერთი ნაცნობი არ ყოფილა მასთან; არც შესაფერისი დაკრძალვა გაუკეთეს, არამედ სხვადასხვა პირთაგან შეკრებილი საშუალებებით მოაწყვეს, რაც დაკრძალვისთვის საჭირო იყო. არა,...
...ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი"** (). ასევე იაკობიც ამბობს: „დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ". ამიტომაც პავლემ ძველი მართალთა შესახებ თქვა, რომ აღიარეს, „რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუყანასა ზედა" (). „დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, — ამბობს იაკობი, — რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა" (). დღეები, რომლებიც ვიცოცხლე, მცირეც არის და მძიმეც, ამბობს. აქ მონობის წლებს გულისხმობს, რომელიც ლაბანთან აიტანა გაქცევის შემდეგ, ძმის გამო მოწყობილი გაქცევისა; შემდეგ იქიდან დაბრუნების შემდეგ — ესოდენ ხანგრძლივი მწუხარება იოსების სავარაუდო სიკვდილისთვის, და კიდევ მრავალი სხვა უბედურება, მის მიერ განცდილი. წარმოიდგინე, რა შიშში იყო, როცა სიმეონმა და ლევიმ თავიანთი დის შურისძიებად მთელი ქალაქი ამოწყვიტეს და სიქემის მცხოვრებნი ტყვედ წაიყვანეს. მაშინ შეშფოთების გამომხატველი სიტყვები თქვა: **„ნუთუ საძაგელ მყოფთ მე ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა... მე მცირედი ვარ, და შემოკრბენ ჩემ ზედა და მომს...
...ა მამათმთავართა, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან ქუეყანასა ზედა. და რომელნი ამას იტყჳან, გამოაჩინებენ, რამეთუ მამულსა ეძიებენ. და თუმცა მას მოიჴსენებდეს, ვინაჲ-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მუნ მიქცევისაჲ. ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყჳს, ესე იგი არს, ზეცისასა“. და კუალად იტყჳს: „სარწმუნოებით მოსწყდეს ესე ყოველნი, და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს“. და კუალად იოვანე ნათლისმცემელი ეტყოდა მომავალთა მისა: „ნუ იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“. და კუალად მოციქულივე იტყჳს, ვითარმედ: „არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესე არიან ისრაჱლ, და არცა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთისა“. (რომ. 9, 6,8)
რამეთუ იხილეთღა, თუ რაჲ სარგებელ ეყო ძეთა სამოელისათა შვილებაჲ ესევითარისა მამისაჲ, ვინაჲთგან არა დაიმკჳდრეს სათნოებაჲ მისი? ანუ მოსესთა რაჲ ერგო, რაჟამს სიკეთესაღა მისსა და ღმრთისმოყუარებასა არა ჰბაძვიდეს? ამისთჳს არცა მიიღეს წინამძღურობაჲ ერისაჲ, არამედ იგინი იყვნეს შვილ მისა წოდებულ, ხოლო ერისთავობაჲ იგი და ნაცვალობაჲ მოსესი სხუასა მიეცა...