...სა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა"** (). შემდეგ, გვასწავლის რა, თუ როგორ მწირობდა იგი რწმენით, მოციქული დაუმატებს: „რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს" (). მომავლის იმედით აწმყოს უგულებელყოფდა და, უფრო დიდ სიკეთეს მოელოდა რა, ნაკლებად ზრუნავდა აწმყო ცხოვრების სიკეთეზე. და ასე იქცეოდა ჯერ კიდევ რჯულამდე და მადლამდე. მაშ, მითხარი, რა გამართლება გვექნება ჩვენ, ასეთი დიდი ხარებისა და გამოუთქმელი სიკეთეების აღთქმის შემდეგ, დროებით სიკეთეებზე ასეთი მიჯაჭვულობით, მინდვრების ყიდვით, ყველაფერში ყოველთვის ბრწყინვის მცდელობით, ხარბობითა და ძალადობით ყოველივეს შეძენით, და ნამდვილად იმის აღსრულებით, რაზეც ნეტარი წინასწარმეტყველი, გოდებით, ამბობდა: „ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ" ()? განა სწორედ ამას არ ვხედავთ ყოველდღე — ქვრივებს არ ართმევენ ქონებას, ობლებს არ ძარცვავენ და უძლურებს ძლიერები არ ჩაგრავენ? მაგრამ არა ასე იქცეოდა ის მართალი. საფლავის ყიდვა სურდა...
ებრაელთა მიმართ 11:10
9. სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა;10. რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს.11. სარწმუნოებით იგიცა სარრა, ბერწ ღათუ იყო, ძალი მიიღო შესაწყნარებელად თესლისა და ჟამთა გარდასრულმან შვა, რამეთუ სარწმუნოდ შეჰრაცხა, რომელმან-იგი აღუთქუა მას.
ებრაელთა მიმართ თავი 11