...ჱ ორნივე ზოგად სხჳსა ძირისაგან აღმოცენებულ არიან, მაშინმცა ალაგი აქუნდა სიტყუასა შენსა, ხოლო ვინაჲთგან ჩუენ ამის უშჯულოებისაგან ვივლტით და ვიტყჳთ, ვითარმედ მამაჲ დაუსაბამო არს და უშობელ, და ძჱ დაუსაბამოვე არს, შობილი მამისაგან, რომლისაღა მიზეზისათჳს იტყჳ ამას უშჯულოსა სიტყუასა? რამეთუ ბრწყინვალებაჲ არს იგი, ხოლო ბრწყინვალებაჲ ბუნებით მას თანავე გულისხმა-იყოფების, რომლისაჲ იყოს ბრწყინვალებაჲ. რამეთუ ამისთჳს პავლე ესრეთ სახელ-სდვა მას, რაჲთა არარაჲ მოიგონო განყოფილებაჲ შორის მამისა და ძისა და სულისა წმიდისა. და ესე ამისი მომასწავებელი არს, ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ უშჯულოთა სიტყუასა დაჰჴსნის. ნუ მოიგონებ ამისთჳს, რომელ „ბრწყინვალებაჲ“ გესმა, თუ გუამოვნებისა მისისაგან დაკლებულ არს, რამეთუ უშჯულოება არს ესე და საბელიოზის და მარკელოჲსგანთა წვალებისა სიტყუაჲ. ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვიტყჳთ, არამედ თჳსითა მით განყოფილითა გუამითა შეერთებული არს ბუნებით. ამისთჳსცა თქუა რაჲ: „ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ“, მეყსეულად შესძინა: „და ხატი ძლიერებისა მისისაჲო“, რამეთუ თჳთებაჲ იგი გუამოვნებისაჲ გამოაჩინა და ერთობაჲ ბუნებისაჲ, რომლისა ხატი არს; რამეთუ არა შესაძლებელ არს ერთითა სიტყჳთა, ვითარცა ვთქუ, სარწმუნოები...
ებრაელთა მიმართ 1:3
2. რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი,3. რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ, უტჳრთვან ყოველნივე სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაჲთა, თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა;4. ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რაოდენცა უმჯობესი მათსა დაიმკჳდრა სახელი.
ებრაელთა მიმართ თავი 1