...რთისაჲ გამოაჩინა იგი პავლე და თქუა: „ოდეს სადა ანგელოზთაგანსა ჰრქუა ვის: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? და ანგელოზთათჳს იტყჳსო: რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისად. ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე“.
ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, ვითარ იტყჳს აწ უფალი, ვითარმედ: „დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად“? - ამას მოასწავებს: არა თუ არიან ვინმე დასხდომადნი მარჯუენით მისა და მარცხენით. ნუ იყოფინ! არა ამას მოასწავებს, არამედ იჭჳსა მათისა მიმართ მიუგო თანამიყოლით უძლურებასა გონებისა მათისასა, რამეთუ არა იცოდეს მათ ჯერეთ საყდარი იგი მაღალი და მარჯუენით მამისა დაჯდომაჲ, უფროჲსად ამისაცა ფრიად უმდაბლესთა საქმეთა ჯერეთ უმეცარ იყვნეს. და ვითარცა ვთქუ, ასმიოდა რაჲ, ვითარმედ: „დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა“, უმეცარ იყვნეს ძალსა მის სიტყჳსასა და ჰგონებდეს, თუ ხილულთა საყდართა ზედა ეგულების მათ დაჯდომაჲ; ამის-თჳს სწადოდა, რაჲთა იგინი იქმნენ ყოველთა ზემო მჯდომარე, მახლობელად უფლისა. ამისთჳს უფალმან გულისსიტყჳსა მათისაებრ მისცა პასუხი და სახელ-სდვა მარჯუენით და მარცხენ...