გუშინ წარმოვადგინეთ კურთხევის შესახებ, რომლის ღირსიც ნოე უფლისგან იმისთვის იქმნა, რომ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ საკურთხეველი აღაშენა, მადლიერების მსხვერპლი შეწირა და ამგვარად ღვთის მიმართ თავისი მადლიერება გამოხატა. ჩვენ ვერ შევძელით უფრო შორს წავსულიყავით, მთელი საკითხავი აგვეხსნა და გვეჩვენებინა ის მოწყალება და მზრუნველობა, რომელიც კაცთმოყვარემ ღმერთმა ამ მართლისადმი გამოიჩინა. რადგანაც ჩვენი სიტყვა ძალიან გრძელი გახდა, ვიჩქარეთ მისი დასრულება, რათა სიმრავლით არ დაგვემძიმებინა თქვენი მეხსიერება და იმით, რისი თქმაც კიდევ შეიძლებოდა, არ დაგვეზიანებინა ის, რაც უკვე ითქვა. ჩვენ ხომ იმის შესახებ არ ვზრუნავთ მხოლოდ, რომ ბევრი ვთქვათ, არამედ იმის შესახებ, რომ იმდენი ვთქვათ, რამდენიც თქვენს მეხსიერებაში შეგიძლიათ შეინარჩუნოთ და ამგვარად აქედან თქვენთვის სარგებლით გახვიდეთ. მართლაც, თუ ჩვენც საჭიროზე მეტს ვიტყვით და თქვენც ჩვენი სიტყვებისგან არავითარ ნაყოფს არ მიიღებთ, რა სარგებელია ამისგან? ამგვარად, იმის ცოდნით, რომ ჩვენ ეს შრომა ქადაგებისა თქვენი სარგებლისთვის ვიკისრეთ და საკმარის ჯილდოდ მიგვაჩნია, თუ დავინახავთ, რომ თქვენ ჩვენს...
დაბადებისა 9:8
7. ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.8. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან:9. აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა.
დაბადებისა თავი 9