მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 9:5

4. გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ.5. და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა.6. და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი.
დაბადებისა თავი 9
5. და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა.
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სისხლისა და კაცისკვლის აკრძალვა (9:5-7):

ასე, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს მომავალში ცხოველები ღვთისთვის მსხვერპლად უნდა შეეწირათ, ღმერთი თითქოს ასეთ დარიგებას აძლევს მათ: სისხლი ჩემთვისაა განკუთვნილი, ხოლო ხორცი — თქვენთვის. ამას კი იმისთვის აკეთებს, რომ თავიდანვე შეაჩეროს მათში კაცისკვლისკენ მიდრეკილება. ხოლო, რომ ეს მართალია და რომ ღმერთი ამ მცნებას ადამიანებს მათი უფრო მშვიდობიანის გახდომის განზრახვით აძლევს, მოისმინე შემდეგი სიტყვები: "და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა" (). რას ნიშნავს? ადამიანის სული სისხლშია? არა, ეს არ სურს თქვას ღმერთს, არამედ ადამიანური ჩვეულებით გამოითქვა, თითქოს ერთ ადამიანს მეორისთვის ეთქვა: შენი სისხლი ჩემს ხელშია, ნაცვლად: ხელმწიფება მაქვს შენი მოკვლისა. ხოლო, რომ ადამიანის სული სისხლში არ არის მოქცეული, ამის შესახებ მოისმინე ქრისტე, რომელიც ამბობს: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად" (

სრულად ნახვა
ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ღვთის ძიება, სიონი და მდაბალთა ლოცვა:

...ხედავ, რა საქმეებზე ამბობს? ქველმოქმედებებზე. აქ იგი დიდ მოძღვრებასაც მიანიშნებს: მკვლელობა დაუსჯელად ვერ იქნება ჩადენილი, არამედ აუცილებლად დაისჯება; ამას დაბადებაშიც აჩვენებს მოსე, როცა ამბობს: „სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო“ (). ეს უსაზღვრო განგებისა და მისი განფენილი მზრუნველობის ნიშანია. ხოლო თუ მყისვე არ გამოიძიებს, ნუ გაგიკვირდება, რადგან შემცოდეებს სინანულის საშუალებას აძლევს. „არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა“ (). კვლავ იხილე, როგორ არიან პატივდებულნი გლახაკნი. მაგრამ იგი უბრალოდ ღარიბებს კი არ გულისხმობს, არამედ მათ, ვინც „გლახაკნი სულითა“ არიან, როგორც ქრისტე ამბობს (). რადგან სწორედ ისინი შეისმინებიან ლოცვისას, ვინც გულით მდაბალნი და შემუსვრილნი არიან. აქ იგი ორ რამეს წარმოაჩენს: ლოცვასაც და თავმდაბლობასაც. რადგან ამბობს...

სრულად ნახვა