მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 9:3

2. და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა.3. და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი.4. გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ.
დაბადებისა თავი 9
3. და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი.
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის აღთქმა და ნოეს კურთხევა (9:1-4):

რა უჩვეულო მნიშვნელობა აქვს ამ ქველმოქმედებას, რა სიდიადეა კაცთმოყვარეობისა, რა გამოუთქმელი სიუხვეა შეწყნარებისა! "და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე". და ეს გამოთქმა — "შევინანე" — ადამიანისებურად და ჩვენი ბუნებისადმი მისადაგებულად არის ნახმარი. "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". ღმერთმა დაწყევლა იგი პირველი ადამიანის გამო, სთქვა რა: "ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" (), და მერე ასევე კაინის გამოც. და აი, რადგან ახლაც მოავლინა (მიწაზე) ესოდენ საყოველთაო წარწყმედა, მართლის სანუგეშოდ და გასამხნევებლად, — რომ, ანუ, მან არ იფიქროს თავისთვის: რა სარგებლობაა მოცემული (ღვთისგან) კურთხევისა და სიტყვებისა: "აღორძნდით და განმრავლდით", თუ ჩვენ, გამრავლებულნიც, კვლავ უნდა დავიღუპოთ, ხომ ადამსაც უთხრა: "აღორძნდით და განმრავლდით", და მაინც მოავლინა წარღვნა, — რომ, ვამბობ, ნოეს ასე არ ეფიქრა და ამ აზრისგან სულში მუდმივი მღელვარება არ ეგრძნო, უყურე, რა კაცთმოყვარეობას ავლენს უფალი! "არ-ღა შევსძინო", — ამბობს, — "მერმე წყევად ქუეყანისა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება:

...თ ეშვებოდა? ამიტომ ნებას აძლევდა, ერთი ცოლი გაეშვათ და მეორე შემოეყვანათ, თუმცა დასაბამიდან ასე არ დაუდგენია რჯული. საჭმელთა შესახებაც დიდი გარჩევა დააწესა, თუმცა თავიდან საპირისპირო თქვა: „ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი“ (). ადგილის შესახებაც მრავალი კანონი დაადგინა, რადგან ყველგან ლოცვების აღსრულებას არ უშვებდა, თუმცა არც ეს დაუდგენია დასაბამიდან. მაგრამ აბრაამს სპარსელთა ქვეყანაშიც გამოეცხადა, პალესტინაშიც და ყველგან; ამის შემდეგ კი მოსესაც - უდაბნოში.

2. ძის თანასწორი პატივი ძველ აღთქმაში

მაშ რა? ამბობს ვინმე: განა წერილი საკუთარ თავს ებრძვის? არამც და არამც; არამედ ღმერთი ყოველივეს დროულად, სასარგებლოს შესაბამისად განაგებს და ყოველი თაობის უძლურებას ასწორებს. ამიტომაც შენ მიმართ ითქვა: „უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს“ (). ხოლო ის, რომ მას ძეც ჰყავს, წინასწარმეტყველებმა წიგნებში წინასწარ დადეს: არც მე...

სრულად ნახვა