რა უჩვეულო მნიშვნელობა აქვს ამ ქველმოქმედებას, რა სიდიადეა კაცთმოყვარეობისა, რა გამოუთქმელი სიუხვეა შეწყნარებისა! "და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე". და ეს გამოთქმა — "შევინანე" — ადამიანისებურად და ჩვენი ბუნებისადმი მისადაგებულად არის ნახმარი. "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". ღმერთმა დაწყევლა იგი პირველი ადამიანის გამო, სთქვა რა: "ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" (), და მერე ასევე კაინის გამოც. და აი, რადგან ახლაც მოავლინა (მიწაზე) ესოდენ საყოველთაო წარწყმედა, მართლის სანუგეშოდ და გასამხნევებლად, — რომ, ანუ, მან არ იფიქროს თავისთვის: რა სარგებლობაა მოცემული (ღვთისგან) კურთხევისა და სიტყვებისა: "აღორძნდით და განმრავლდით", თუ ჩვენ, გამრავლებულნიც, კვლავ უნდა დავიღუპოთ, ხომ ადამსაც უთხრა: "აღორძნდით და განმრავლდით", და მაინც მოავლინა წარღვნა, — რომ, ვამბობ, ნოეს ასე არ ეფიქრა და ამ აზრისგან სულში მუდმივი მღელვარება არ ეგრძნო, უყურე, რა კაცთმოყვარეობას ავლენს უფალი! "არ-ღა შევსძინო", — ამბობს, — "მერმე წყევად ქუეყანისა...
დაბადებისა 9:1
...ვნ ძმათა მისთაჲ»**. არა უმიზნოდ და არა ამაოდ ახსენა წერილმა (ქამის) შვილი, არამედ რაღაც ფარული მიზეზით. ნოეს სურდა ქამი დაესაჯა მისი დანაშაულისა და შეურაცხყოფისთვის და ამავე დროს არ დაერღვია ღვთის მიერ უკვე მინიჭებული კურთხევა: «აკურთხნა», ნათქვამია, «ღმერთმან ნოე და ძენი მისნი», როცა კიდობნიდან გამოვიდნენ (). ამიტომ, რომ არ ჩანდეს, თითქოს ის ღვთისგან უკვე კურთხევას მიღებულს წყევლიდა, ნოე ამჯერად თავად შეურაცხმყოფელს ტოვებს და წყევლას მის შვილს ადებს. მართალია, იტყვის ვინმე, აქედან ჩანს, რომ ნოემ ქამი ამიტომ არ დაწყევლა, რომ ეს უკანასკნელი ღვთისგან კურთხევას მიღებული იყო; მაგრამ რატომ მამის ცოდვისთვის სასჯელი შვილს ეკისრება? ესეც უმიზეზოდ არ არის. მართლაც, ქამი შვილზე ნაკლებად არ დაისაჯა და ტანჯვა არ განიცადა. თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, როგორ ხშირად არიან მამები მზად, შვილების ნაცვლად ტანჯვა ითმინონ, და მათთვის რამდენად უფრო სატანჯველია შვილთა ტანჯვის ხილვა, ვიდრე თავად ტანჯვა. ამრიგად, ეს (ანუ ქამის ნაცვლად შვილის დასჯა) იმისთვის მოხდა, რათა მამამაც ბუნებრივი სიყვარულის გამო ყველაზე მძიმე მწუხარება განეცადა, ღვთის კურთხევაც ხელშეუხებელი დარჩენილიყო და შვილსაც, რომელიც წყევლის ქვეშ მოექცა, საკუთარი ცოდვებისთვის ეტარებინა სასჯელი, რ...
...წვიმა წამოვიდეს, თუნდაც არაჩვეულებრივი ქარიშხალი ატყდეს, თუნდაც ძალიან დიდი წყალდიდობა მოხდეს, მაშინაც ჩვენ არ შეგვეშინდება, არამედ მშვიდად ვიქნებით, მოცემულ სასწაულს რომ შევხედავთ. "და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა" (). შეხედე, რა პატივი ღირს-იქმნა მართალი. როგორც ადამიანი ადამიანთან საუბრობს, ისე ღმერთი მასთან აღთქუმას დებს და ამბობს: "ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ". ხედავ, სასწაული, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას ეთქვა, თაობებზე საუკუნოდ ვრცელდება? ღმერთი სასწაულს იძლევა არა მხოლოდ ყველა ცოცხალი არსებისთვის საერთოდ, არამედ სამუდამოდ, საუკუნოდ, სოფლის აღსასრულამდე. რა არის ეს სასწაული? "მშვილდსა ჩემსა, — ამბობს, — დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა" (). ასე ეს არის, სიტყვიერი აღთქმის შემდეგ, ამ სასწაულსაც ვიძლევი (ამბობს ღმერთი), ანუ ცისარტყელას, რომელსაც ზოგიერთი ღრუბლებზე მოხვედრილი მზის სხივებისგან წარმოქმნილად მიიჩნევს. თ...