მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:9

8. და განავლინა ტრედი უკუანა მისა, უკუე-თუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.9. და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა, და განყო ჴელი მისი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად.10. მერმე შემდგომად შჳდთა დღეთასა კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან.
დაბადებისა თავი 8
9. და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა, და განყო ჴელი მისი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად.
საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კიდობანი არარატზე, ყორანი და მტრედი (8:4-13):

ნუ გამოვიძიებთ ჩვენც, როგორ მოხდა ეს, არამედ მხოლოდ ვირწმუნოთ, რომ ღმერთმა ბრძანა და უფსკრული მაღლა ავიდა; ბრძანა და მისი დინება შეჩერდა და თავის ადგილზე დაბრუნდა, რომელიც მხოლოდ თავად უფალმა იცის, მისმა შემქმნელმა. "და დადგა, — ნათქვამია, — კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა. ხოლო წყალი... შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი" (). შეხედე, როგორ უეცრად მოხდა ცვლილება და რამდენი მოაკლდა წყალს, ისე რომ კიდობანი მთებზე დადგა. ზემოთ წერილი ამბობდა, რომ წყალი მთებზე თხუთმეტი წყრთით ამაღლდა, ახლა კი ამბობს, რომ "დადგა კიდობანი მთათა ზედა არარატისასა", რომ წყალი ამის შემდეგ თანდათანობით მეათე თვემდე იკლებდა, მეათე თვეში კი მთების მწვერვალები უკვე გამოჩნდა. დაფიქრდი ამასთან, რა სიმტკიცე აქვს მართალს, რომ ამდენი თვის განმავლობაში გაუძლო, თითქოს ბნელში გამოკეტილი იყო. "ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა, და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის