ნუ გამოვიძიებთ ჩვენც, როგორ მოხდა ეს, არამედ მხოლოდ ვირწმუნოთ, რომ ღმერთმა ბრძანა და უფსკრული მაღლა ავიდა; ბრძანა და მისი დინება შეჩერდა და თავის ადგილზე დაბრუნდა, რომელიც მხოლოდ თავად უფალმა იცის, მისმა შემქმნელმა. "და დადგა, — ნათქვამია, — კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა. ხოლო წყალი... შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი" (). შეხედე, როგორ უეცრად მოხდა ცვლილება და რამდენი მოაკლდა წყალს, ისე რომ კიდობანი მთებზე დადგა. ზემოთ წერილი ამბობდა, რომ წყალი მთებზე თხუთმეტი წყრთით ამაღლდა, ახლა კი ამბობს, რომ "დადგა კიდობანი მთათა ზედა არარატისასა", რომ წყალი ამის შემდეგ თანდათანობით მეათე თვემდე იკლებდა, მეათე თვეში კი მთების მწვერვალები უკვე გამოჩნდა. დაფიქრდი ამასთან, რა სიმტკიცე აქვს მართალს, რომ ამდენი თვის განმავლობაში გაუძლო, თითქოს ბნელში გამოკეტილი იყო. "ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა, და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა...
დაბადებისა 8:4
3. და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.4. და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.5. ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.
დაბადებისა თავი 8