მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:3

2. და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი, მავალი ქუეყანისაგან, და შედგებოდა.3. და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.4. და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.
დაბადებისა თავი 8
3. და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.
საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „მოეხსენა ღმერთსა ნოესი" — ნოეს რწმენა და მოთმინება (8:1-3):

შეხედე აქაც, რა მოწყალებაა საღვთო წერილისა! "მოეჴსენა, — ამბობს, — ღმერთსა". მოდით, საყვარელნო, ეს სიტყვები ღვთისშვენიერად გავიგოთ და არა იმ უხეში აზრით, რომლის მიხედვითაც ჩვენი უძლური ბუნება ჩვეულად ხვდება. ეს გამოთქმა — "მოეჴსენა" — ღვთის გამოუთქმელი არსების მიმართ უღირსია, მაგრამ ჩვენი უძლურების გათვალისწინებით შესაფერისად არის ნახმარი. "მოეჴსენა, — ამბობს, — ღმერთსა ნოესი". ზემოთ წერილმა, როგორც უკვე განვუმარტეთ, საყვარელნო, გვითხრა, რომ ორმოცი დღისა და ამდენივე ღამის განმავლობაში წვიმდა, ასერგასისი დღის განმავლობაში კი წყალი, რომელიც მთებზე თხუთმეტი წყრთით ამაღლდა, ერთსა და იმავე სიმაღლეზე იდგა და რომ ამ დროს მართალი კიდობანში იმყოფებოდა, სუფთა ჰაერით სუნთქვასაც ვერ ახერხებდა, რადგან მასთან ერთად ყველა უტყვი ცხოველიც იყო. ამიტომაც ამბობს ახლა: "მოეჴსენა ღმერთსა ნოესი". რას ნიშნავს "მოეჴსენა"? შეიწყალა, ანუ ღმერთმა მართალი, რომელიც კიდობანში ცხოვრობდა; შეიბრალა იგი, როცა ესოდენ მწუხარე და ძნელ მდგომარეობაში იყო და არ იცოდა, რით დამთავრდებოდა მისი უბედურებანი. მართლაც, დაფიქრდი, რა ზრახვები აღელვებდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის