მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:22

21. და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა.22. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.
დაბადებისა თავი 8
22. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. წინადაცვეთა და რწმენით განმართლება (8:21-22):

აი, ამიტომ ნეტარი პავლე წინადაცვეთას ნიშანს უწოდებს და ამბობს: "და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად" (). ხოლო, რომ იგი არავითარად არ ემსახურება განმართლებას, ამის მტკიცებულება ესეც, რომ ამ მართალმა (ნოემ) ამ (მაღალ) სათნოებას მიაღწია, როცა ჯერ კიდევ წინადაცვეთა არ იყო დაწესებული. და რას ვამბობ? თვით პატრიარქი აბრაამი, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, მხოლოდ რწმენით განმართლდა. ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, ამბობს წერილი, "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (). რას ამაყობ, იუდეველო, წინადაცვეთით? იცოდე, რომ მის გარეშეც ბევრი მართალი იყო. აი, აბელმა რწმენით შეწირა მსხვერპლი, როგორც პავლეც ამბობს მის შესახებ: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა" (); ენოქიც ცოცხლად აღიტაცა (ღმერთმა), ნოეც იხსნა საშინელი წარღვნისგან თავისი დიდი სიმართლისთვის; აბრაამიც, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, დიდებულ იქნა ღვთის მიმართ რწმენისთვის. ასე უძველესი დროიდან და თავიდანვე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის