ხედავ, საყვარელო, (ღვთის) ქველმოქმედების უფსკრულს? ხედავ, რამდენი ჩამოვთვალეთ და მაინც ვერ შევძელით მათი მცირე ნაწილიც კი გადმოგვეცა? როგორ შეიძლება, მართლაც, ადამიანის ენამ სიტყვით გამოხატოს ის, რაც ღმერთმა ჩვენთვის ქმნა? და, ამასთანავე, რამდენადაც მრავალრიცხოვანნი და დიდნი არიან ესენი (ქველმოქმედებანი), კიდევ ბევრად უფრო დიდი და გამოუხატავია ის სიკეთეები, რომლებიც მან აღგვითქვა აქაური ცხოვრების შემდეგ, მომავალ საუკუნეში, სათნოების გზით მავალთათვის. ნეტარი პავლე, სურდა რა, მცირე სიტყვებით წარმოგვედგინა მათი უზომო სიდიადე, ამბობს: "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა" (). ხედავ ნიჭთა უზომოებას? ხედავ, რომ მისი ქველმოქმედებანი ადამიანის ყოველგვარ ცნებას აღემატება? "გულსა", — ამბობს, — "კაცისასა არა მოუჴდა". ამრიგად, თუ მოვინდომებთ მათზე ფიქრს და ჩვენი ძალის მიხედვით მადლობას (ღმერთს) აღვავლენთ, მაშინ შეგვიძლია მისი კეთილგანწყობა კიდევ უფრო მოვიპოვოთ და სათნოებისადმი უფრო ძლიერი მისწრაფება...
დაბადებისა 8:21
20. და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა.21. და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა.22. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.
დაბადებისა თავი 8