აქაც უნებლიეთ ვუკვირდები და ვოცდები როგორც მართლის სათნოებას, ისე უფლის კაცთმოყვარეობას. მართლაც, მითხარი, ასე დიდი ხნის შემდეგ ჰაერზე გამოვიდა რა და ცისკენ აიხედა, როგორ არ დაბრმავდა და არ დაკარგა მხედველობა? თქვენ კარგად იცით, რომ ჩვეულებრივ ასე ემართებათ ადამიანებს, რომლებიც, თუნდაც ცოტა ხანს იყვნენ ბნელ და ბუნდოვან ადგილებში, უეცრად კაშკაშა მზის სინათლეს შეხედავენ. ეს მართალი კი მთელი წლისა და ამდენი თვის განმავლობაში კიდობანში, როგორც საპყრობილეში, იმყოფებოდა და ახლა, უეცრად სრულ სინათლეზე რომ გამოვიდა, მას არაფერი მსგავსი არ განუცდია. ეს იმიტომ, რომ ღვთის მადლმა, მისი მოთმინების საზღაურად, გააძლიერა მისი სხეულის შეგრძნებები და ხორციელ სისუსტეთა მიუწვდომელი გახადა. "ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა, განჴმა ქუეყანა" (). უმიზეზოდ არ აჩვენებს საღვთო წერილი ასეთ სიზუსტეს, არამედ იმისთვის, რათა ვიცოდეთ, რომ სრულად აღსრულდა, ერთი დღის სიზუსტითაც კი, ის წელიწადი, რომლის განმავლობაშიც მართლის მოთმინება გამოვლინდა და მთელი დედამიწის განწმენდა სრულად მოხდა. შემდეგ, როცა მთელმა...
დაბადებისა 8:18
17. და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა.18. და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი.19. და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან.
დაბადებისა თავი 8