მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:17

16. გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი.17. და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა.18. და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი.
დაბადებისა თავი 8
17. და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა.
საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ნოეს გამოსვლა კიდობნიდან და კურთხევა (8:14-19):

აქაც უნებლიეთ ვუკვირდები და ვოცდები როგორც მართლის სათნოებას, ისე უფლის კაცთმოყვარეობას. მართლაც, მითხარი, ასე დიდი ხნის შემდეგ ჰაერზე გამოვიდა რა და ცისკენ აიხედა, როგორ არ დაბრმავდა და არ დაკარგა მხედველობა? თქვენ კარგად იცით, რომ ჩვეულებრივ ასე ემართებათ ადამიანებს, რომლებიც, თუნდაც ცოტა ხანს იყვნენ ბნელ და ბუნდოვან ადგილებში, უეცრად კაშკაშა მზის სინათლეს შეხედავენ. ეს მართალი კი მთელი წლისა და ამდენი თვის განმავლობაში კიდობანში, როგორც საპყრობილეში, იმყოფებოდა და ახლა, უეცრად სრულ სინათლეზე რომ გამოვიდა, მას არაფერი მსგავსი არ განუცდია. ეს იმიტომ, რომ ღვთის მადლმა, მისი მოთმინების საზღაურად, გააძლიერა მისი სხეულის შეგრძნებები და ხორციელ სისუსტეთა მიუწვდომელი გახადა. "ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა, განჴმა ქუეყანა" (). უმიზეზოდ არ აჩვენებს საღვთო წერილი ასეთ სიზუსტეს, არამედ იმისთვის, რათა ვიცოდეთ, რომ სრულად აღსრულდა, ერთი დღის სიზუსტითაც კი, ის წელიწადი, რომლის განმავლობაშიც მართლის მოთმინება გამოვლინდა და მთელი დედამიწის განწმენდა სრულად მოხდა. შემდეგ, როცა მთელმა...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ნოეს მადლიერება და ღვთის ქველმოქმედება:

1. ნოეს მადლიერება და ღვთის ქველმოქმედება

გუშინ ჩვენ ვიხილეთ კაცთმოყვარე უფლის სახიერება, თუ როგორ გამოიყვანა მართალი კიდობნიდან, განათავისუფლა იგი მასში ყოფნისგან, იხსნა ამ მძიმე და საშინელი საპყრობილისგან და დააჯილდოვა მოთმინებისთვის, სთქვა რა: "აღორძნდით და განმრავლდით" (). დღეს კი ვნახოთ ნოეს მადლიერება და აღიარება, რომლითაც მან კიდევ უფრო დიდი და მაღალი ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვა. ღმერთი ყოველთვის ასე იქცევის: როცა ხედავს, რომ ვინმე მადლიერია წინანდელისთვის, კიდევ უფრო დიდ ნიჭებს უწვდის მას. ვეცადოთ, ჩვენც ძალის მიხედვით მადლობა აღვავლინოთ უფლისადმი ჩვენთვის მისგან ბოძებული სიკეთეებისთვის, რათა კიდევ უფრო დიდი სიკეთეების ღირსნი გავხდეთ; და ნურასოდეს დავივიწყოთ ღვთის ჩვენდამი გაცხადებული ქველმოქმედება, არამედ ყოველთვის გონებაში შევინახოთ ისინი, რათა ხსოვნა მათ შესახებ მუდმივი მადლიერებისკენ გვიბიძგებდეს, თუმცა ისინი იმდენად მრავალრიცხოვანნი არიან, რომ ჩვენი გონება ვერ შეძლებს ღვთის ჩვენდამი სიკეთეთა დათვლას. მართლაც, ვის შეუძლია თუნდაც წარმოიდგინოს ყველაფერი, რაც უკვე გიბოძათ (ღვთისგან), რაც აღგითქვათ, რაც ყოველდღიურად მოგეცემათ? მან არყოფნიდან ყოფნაში მოგვიყვანა, მოგვანიჭა სხეულიც და სულიც, გ...

სრულად ნახვა