მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:6

5. და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.6. ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.7. და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა.
დაბადებისა თავი 7
6. ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. წინა სწავლების შეჯამება და ნინეველთა მაგალითი

მინდა კვლავ იმავე საგანს შევუდგე, რაზეც ცოტა ხნის წინ გესაუბრებოდით, საყვარელნო, და კვლავ მართალ ნოეზე თხრობა განვიხილო. მართლაც დიდია ამ მართლის სათნოებათა სიმდიდრე და ჩვენ ვალდებულნი ვართ, შეძლებისდაგვარად, ყოველივე დაწვრილებით გამოვიკვლიოთ, რათა ამით თქვენთვის რაც შეიძლება მეტ სარგებელს მოვიტანოთ. მხოლოდ ყურადღება დაძაბეთ, გევედრებით, რათა (ამ თხრობაში) მოცემული არცერთი აზრი არ გამოგეპაროთ. მაგრამ ჯერ უნდა შეგახსენოთ, საყვარელნო, რაზე შევჩერდით წინა სწავლებაში, რათა იქიდან დაწყებულნი, წინას მომდევნოც შეუერთოთ. ამგვარად, დღევანდელი სიტყვაც ნათელი იქნება თქვენთვის. რაზე შევჩერდით ჩვენი სწავლებით? „თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა. ხოლო საცხოვართაგან წმიდათა შეიყვანე შენ თანა შვიდ-შვიდი, და საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი... რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა, და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ, პირისაგან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის