ხედავ ბარბაროსთა მადლიერებას? ხედავ, როგორ დროის ასეთმა სიმცირემ არ წაართვა მათ სიმტკიცე და სასოწარკვეთილებაში არ ჩააგდო? შეხედე ახლა ამათაც (ნოეს თანამედროვეებს), როგორ, ამდენი წლის შემდეგ მოისმინეს რა, რომ „შჳდი დღე" — და წარღვნა მოვა, მაინც არ მოიქცნენ, არამედ მოუნანიებელნი დარჩნენ, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ ყველა ბოროტების მიზეზი ჩვენი ნებაა. ხომ ესენიც ადამიანები არიან და ისინიც ადამიანები: ბუნება ერთი და იგივე აქვთ მინიჭებული, მაგრამ ნება არ არის ერთნაირი. ამიტომ ხვედრიც არაერთნაირი ჰქონდათ: ერთნი დაღუპვას გადაურჩნენ, რადგან სახიერმა ღმერთმა თავისი კაცთმოყვარეობით მათი სინანული მიიღო, ხოლო სხვები წარღვნის წყლებში დაიღუპნენ. „მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა", — ნათქვამია. შემდეგ, შიშის გასაძლიერებლად, ღმერთი ამბობს: „ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა". რისთვის ასე? განა ვერ შეძლებდა, რომ ენდომა, ერთ დღეში მთელი წვიმის მოვლინებას? რას ვამბობ — ერთ დღეში? ერთ წამში (შეძლებდა). მაგრამ ის ამას განგებ აკეთებს, ერთდროულად სურს რა შიშის გაძლიერებაც და სასჯელისგან თავის დაღწევის საშუალების მიცემაც,...
დაბადებისა 7:5
4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.5. და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.6. ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.
დაბადებისა თავი 7