მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:4

3. და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.5. და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.
დაბადებისა თავი 7
4. რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. შვიდი წყვილის მიზეზი და ნინეველთა მაგალითი (7:4):

მაგრამ აი, კიდევ სხვა კითხვა გვიდგას წინ: რატომ (ნაბრძანები იყო კიდობანში შეყვანა) „არაწმიდათაგან ორ-ორი", ხოლო „წმიდათაგან შვიდ-შვიდი"? და კიდევ: რატომ არა ექვსი, არა რვა, არამედ შვიდი? იქნებ ჩვენი სიტყვა უკვე ძალიან გახანგრძლივდა; მაგრამ, თუ არ დაიღალეთ და თუ გსურთ, მოკლედ ამოვხსნით ამ კითხვას თქვენთვის, საყვარელნო, როგორც ღვთის მადლი შეგვეწევა. ბევრი ბევრ ზღაპარს ამბობს ამის შესახებ და ამის გამო რიცხვთა დაკვირვებას აკეთებს. მაგრამ, რომ ეს არა დაკვირვებაა, არამედ ადამიანური უადგილო ცნობისმოყვარეობის გამოგონება, საიდანაც უამრავი ერესიც წარმოიშვა, ამას ახლავე შეიტყობთ. მართლაც, ჩვენ შევნიშნავთ (და ამ შენიშვნით ვიმედოვნებთ, რომ მოგონილის მოყვარულებს ბაგეს სავსებით დავუკრავთ), რომ წერილში ძალიან ხშირად იხმარება წყვილის რიცხვი. ასე, როცა იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები ქადაგებისთვის წარავლინა, „ორ-ორისა" წარავლინა (), თვითონაც თორმეტნი იყვნენ და სახარებათა რიცხვიც ოთხია. თუმცა არ არის საჭირო, საყვარელნო, ამის შესახებ მსჯელობა, რადგან თქვენ საკმარისად ხართ მომზადებულნი, რომ ასეთი (ცარიელ...

სრულად ნახვა
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. წყლის აღმატება და ქვეყნიერების განწმენდა (7:19-24):

...რობდა. ამიტომ ამბობს: „ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა", რათა დარწმუნდე, რომ უფლის განაჩენი სრულად აღსრულდა. მან თქვა: „მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა... და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა", ადამიანიდან საცხოვრამდე, ქვემძრომიდან ცის ფრინველამდე (). მაშასადამე, საღვთო წერილი ამას იმიტომ კი არ გვიყვება, რომ მხოლოდ გვეჩვენებინა, რა სიმაღლეზე ავიდა წყალი, არამედ იმიტომაც, რომ ამასთან ერთად ვიცოდეთ: არცერთი — არც მხეცი, არც საცხოვარი, არც სხვა ცხოველი არ დარჩა, არამედ ყველა მათგანი კაცთა მოდგმასთან ერთად განადგურდა. რადგან ყველა მათგანი ადამიანისთვის იყო შექმნილი, ბუნებრივია, რომ როცა ეს უკანასკნელი უნდა დაღუპულიყო, მასთან ერთად დაღუპვას ისინიც იზიარებდნენ. შემდეგ, წყლის სიმაღლის შესახებ რომ გვაცნობა, ესე იგი, რომ მთების მწვერვალებს ზემოთ თხუთმეტი წყრთით ავიდა, წერილი, თავისი ჩვეული ზედმიწევნითობით, კიდევ ამბობს: „და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა... და ყოველი კაცი. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა" (). უმიზეზოდ კი არ შენიშნა წერილმა, რომ ყოველი, ვინც ხმ...

სრულად ნახვა