შეხედე, რა დაწვრილებით გვითხრობს (წერილი) წყლის ძლიერი შემოტევის შესახებ — როგორ იგი დღითიდღე უფრო და უფრო მომატულობდა. „განძლიერდა, — ნათქვამია, — წყალი ფრიად-ფრიად და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა: ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი" (). ბრძნულად მოიქცა კაცთმოყვარე უფალი, რომ კიდობანი დახშა, რათა მართალს არ ეხილა, რაც ხდებოდა. მართლაც, თუ ჩვენ, ამდენი წლისა და ამდენი თაობის შემდეგ, მხოლოდ წერილის თხრობის მოსმენით ვკანკალებთ და გაოცებაში მოვდივართ, მაშინ რას იგრძნობდა მართალი, საკუთარი თვალებით რომ დაენახა ეს საშინელი უფსკრული? როგორ შეეძლო ამ სანახაობის თუნდაც მცირე ხნით ატანა? განა პირველივე შეხედვისთანავე სული არ გაუვიდოდა, ასეთი უბედურებების სანახაობის გაძლება რომ ვერ შეძლებდა? იფიქრე, საყვარელო, როგორ ჩვენ ახლა, მცირე წყალდიდობისასაც, შიშს მივეცემით, ყველაფრისთვის ვკანკალებთ და თავად სიცოცხლის გამოც სასოწარკვეთილნი ვართ. მაშინ რას გადაიტანდა მართალი, წყლის ასეთ სიმაღლეზე აწეულს რომ ხედავდა? მთებზე მაღლა, ნათქვამია,...
დაბადებისა 7:22
21. და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი.22. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა.23. და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა.
დაბადებისა თავი 7