ამიტომ, ღვთის ბრძანებებს რომ მოვისმენთ, უნდა გვწამდეს და მის სიტყვებს ვემორჩილებოდეთ. როგორც ბუნების შემოქმედი, ის თავისი ნებისამებრ ყოველივეს გარდაქმნის და ცვლის. „და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი". დიდია ამ მართლის სათნოება, ძლიერია მისი რწმენაც. სწორედ მან, რწმენამ, შეუწყო ხელი მას კიდობნის აშენებაშიც და ისეთ საცხოვრებელში, მხეცებთან და სხვა ცხოველებთან ერთად, მწუხარე ცხოვრების კეთილგანწყობით ატანაშიც. ამიტომაც ნეტარი პავლე, მისი მოხსენიებისას, მისი შესაქებად, აღმოხდა: „სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ" (). ხედავ, როგორ ღვთისადმი რწმენამ, მტკიცე ღუზის მსგავსად, აიტანა იგი, რათა კიდობანიც აეშენებინა და მასში ცხოვრებაც გაეძლო? რწმენა გახდა მისთვის ცხონების საშუალებაც: „რომლითა, — ნათქვამია, — დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ". არა თუ თავად ნოემ დასაჯა (თავისი თანამედროვენი);...
დაბადებისა 7:19
18. და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.19. ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა.20. ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი.
დაბადებისა თავი 7