უფლის კაცთმოყვარეობას იმითაც შეამჩნევ, რომ რა მრავალფეროვანი საშუალებებით კურნავდა ამ ადამიანთა სნეულებას, გამოცდილი მკურნალის მსგავსად. რადგან მათი ჭრილობები ძნელად სამკურნალო იყო, მან ასეთი ხანგრძლივი ვადა მისცა, სურდა, რომ ისინი, თუნდაც დროის ხანგრძლივობით გონს მოეგოთ და თავიანთგან ღვთის მრისხანე განაჩენი აეცილებინათ. რადგან ღმერთს ჩვენი ცხონება ანაღვლებს, ჩვეულებრივ, ყოველთვის წინასწარ აცხადებს, რა სასჯელების მოვლინება სურს — მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოავლინოს. მოვლინება რომ სურვებოდა, არც იტყოდა წინასწარ; არამედ წინასწარმეტყველებს იმ განზრახვით, რომ ჩვენ, გავიგებთ რა, შეშინებულნი, მისი რისხვა და განაჩენები ავიცილოთ. არაფერი ისე არ ახარებს მას, როგორც ჩვენი მოქცევა და ცოდვიდან სათნოებისკენ გარდასვლა. შეხედე, როგორ კურნავდა ამ ადამიანთა სნეულებას. ჯერ სინანულისთვის ასეთი ხანგრძლივი ვადა მისცა, შემდეგ, როცა მათი უგრძნობლობა იხილა, რომ ასეთი გრძელი დროით ვერ ისარგებლეს, უკვე წარღვნის, ასე ვთქვათ, კარებთან წინასწარ აუწყებს, თანაც არა სამი დღით ადრე, როგორც ნინეველთ, არამედ შვიდი დღით. უფლის უსაზღვრო კაცთმოყვარეობის მცოდნე, თამამად...
დაბადებისა 7:15
14. და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი ნათესაობით, და ყოველნი ქუეწარმავალნი ნათესაობით, და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით, და ყოველნი მფრინველნი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი.15. და შევიდა კიდობნად ნოეს თანა ორ-ორი ყოვლისაგან ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისაჲ.16. და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.
დაბადებისა თავი 7