მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:12

11. მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს.12. და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.13. ამას დღესა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი, და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად.
დაბადებისა თავი 7
12. და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაცთმოყვარეობის საშუალებანი და წარღვნის დაწყება (7:7-16):

უფლის კაცთმოყვარეობას იმითაც შეამჩნევ, რომ რა მრავალფეროვანი საშუალებებით კურნავდა ამ ადამიანთა სნეულებას, გამოცდილი მკურნალის მსგავსად. რადგან მათი ჭრილობები ძნელად სამკურნალო იყო, მან ასეთი ხანგრძლივი ვადა მისცა, სურდა, რომ ისინი, თუნდაც დროის ხანგრძლივობით გონს მოეგოთ და თავიანთგან ღვთის მრისხანე განაჩენი აეცილებინათ. რადგან ღმერთს ჩვენი ცხონება ანაღვლებს, ჩვეულებრივ, ყოველთვის წინასწარ აცხადებს, რა სასჯელების მოვლინება სურს — მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოავლინოს. მოვლინება რომ სურვებოდა, არც იტყოდა წინასწარ; არამედ წინასწარმეტყველებს იმ განზრახვით, რომ ჩვენ, გავიგებთ რა, შეშინებულნი, მისი რისხვა და განაჩენები ავიცილოთ. არაფერი ისე არ ახარებს მას, როგორც ჩვენი მოქცევა და ცოდვიდან სათნოებისკენ გარდასვლა. შეხედე, როგორ კურნავდა ამ ადამიანთა სნეულებას. ჯერ სინანულისთვის ასეთი ხანგრძლივი ვადა მისცა, შემდეგ, როცა მათი უგრძნობლობა იხილა, რომ ასეთი გრძელი დროით ვერ ისარგებლეს, უკვე წარღვნის, ასე ვთქვათ, კარებთან წინასწარ აუწყებს, თანაც არა სამი დღით ადრე, როგორც ნინეველთ, არამედ შვიდი დღით. უფლის უსაზღვრო კაცთმოყვარეობის მცოდნე, თამამად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის