მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 6:9

8. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.9. ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.10. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.
დაბადებისა თავი 6
9. ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.
საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ადამიანთა ქების უარყოფა და ღვთის მიმართ მზერა (6:9):

მაგრამ, რათა სიტყვა არ გავაგრძელოთ, კვლავ ამ მართალ ნოეს უნდა მივუბრუნდეთ და მის მაღალ სათნოებას გაგვიკვირდეს, — იმას, თუ როგორ შეძლო ეგზომ დიდი სიმრავლის უგულებელყოფა და ზემოთ დადგომა — მაცინებელთა, თავდამსხმელთა, მაგინებელთა, მამცირებელთა (ისევ იმასვე ვამბობ და თქმას არ მოვეშვები). როგორ? აი, როგორ. ის განუწყვეტლივ მიუძინებელ თვალს შეჰყურებდა და სულის მზერასაც მისკენ მიმართავდა; ამიტომ უკვე არც ზრუნავდა ყველა ამ (მოლანძღველზე), თითქოს ისინი არც არსებობდნენ. ასეც უნდა იყოს: ვინც ამ სიყვარულით არის დაჭრილი და გულით ღვთისკენ ისწრაფვის, ის უკვე არ აქცევს ყურადღებას ხილულს, არამედ მუდმივად თავისი სწრაფვის საგანს ჭვრეტს — ღამითაც და დღისითაც, როცა წვება და როცა ადგება. ნუ გიკვირს, თუ ეს მართალიც, მხოლოდ იქითკენ მიმართული აზრით, უკვე არავის ფიქრობდა იმათგან, ვინც მის შეცდუნებას ცდილობდა. თავისი მოვალეობის აღმსრულებელი და ზეციური მადლის მომპოვებელი, ის ყველაზე მაღლა დადგა. „ნოე, — ნათქვამია, — პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა". ის, შეიძლება, არ იყო სასიამოვნო და საყვარელი ყველა მაშინდელი ადამიანისთვის, რადგან არ სურდა მათთან ერთ გზაზე...

სრულად ნახვა
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „აბრამ" და „აბრაჰამ" სახელთა მნიშვნელობა (17:7-9):

...სწორედ ნოეს სახელდება გვახსენდება. მასაც არა უბრალოდ და არა შემთხვევით დაარქვეს მშობლებმა ეს სახელი, არამედ ხუთასი წლით ადრე წინასწარნიშნეს მომავალი წარღვნა. ხოლო რომ ნოეს მამამ არა სათნოების გამო დაარქვა ძეს ეს სახელი, მოისმინე წერილისა, რომელიც ნათლად ამბობს: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა" (). არ დამალავდა წერილი და არ იტყოდა, რომ ნოე ერთადერთი მართალი იყო, თუკი ლამექი, მისი მამა, ამ მართლის სათნოების მოშურნე ყოფილიყო. ამასთან, სურდა რა ძისთვის სახელი დაერქმია, ლამექმა თქვა: „და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან: ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან" (). მითხარი, საიდან ჰქონდა ლამექს ასეთი ცოდნა იმის შესახებ, რაც რამდენიმე თაობის შემდეგ უნდა მომხდარიყო? სახელი ეწოდოს, ამბობს, ნოე; „ამან განმისუენოს ჩუენ". ნოე ებრაულად განსვენებას ნიშნავს. ამიტომ რადგან ნოე ერთადერთი უნდა გადარჩენილიყო წარღვნის დროს, რომელიც მთელ სამყაროს დაფარავდა, და მის შემდგომი თაობების დასაბამი უნდა გამხდარიყო, ლამექი ამბობს: „ამან განმისუენოს ჩუენ", განსვენებას უწოდებს წარღვნას. მართლაც, წარღვნამ,...

სრულად ნახვა
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. საღვთო წერილის გულმოდგინე კვლევის შეგონება:

...თალი ნოეს მოდგმის ისტორიამ. ჩვენ საკვირველი გვარტომობის წესი შევიტყვეთ და დავინახეთ, რომ მართალი დიდებას იხვეჭს არა წინაპართა კეთილშობილებით, არამედ საკუთარ ზნეთა სიკეთით. სწორედ ამის გამო მიიღო მან ასეთი მაღალი მოწმობა საღვთო წერილისგან: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). ამ მოკლე სიტყვებს გუშინ მთელი სწავლება მოვახმარეთ. ასეთია საღვთო სიტყვათა თვისება — მცირე გამონათქვამებში დიდ სიმდიდრეს აჩვენებენ და გამოუთქმელ საუნჯეს მოანიჭებენ მათ, ვისაც გულმოდგინედ სურს მათი გამოკვლევა. ამიტომ, გთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულ არაფერს ზედაპირულად არ გავუაროთ, არამედ, იქნება ეს სახელთა ჩამონათვალი თუ მოვლენის თხრობა, მასში დამალულ საუნჯეს მოვეძიოთ. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), რადგან ყველგან მაშინვე ვერ იპოვი დაწერილის აზრს, არამედ ჩვენგან ღრმა კვლევაა საჭირო, რათა სიღრმეში მდგომი არაფერი დაგვრჩეს შეუმჩნეველი. ხომ თუ მხოლოდ მოდგმის სახელმა, ესე იგი სიტყვამ „კაცი", გუშინ ასეთი სასარგებლო საგანი მოგვაწოდა (საუბრისათვის), რა სარგებელს მივიღებთ, თუ ყურადღებითა და ფხიზელი გონებით განვიხილავთ წერილში ნათქვამ ყველაფერს? ჩვენი მეუფე კაცთმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოა არა ბოროტის-ყოფისათჳს მტერთაჲსა და იოსებისთჳს:

...ვანოთ სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ რაზომცა ძუელნი იყვნენ სახენი, ჩუენ უფროჲსად ვიძლევით ამისთჳს, რამეთუ მაშინ ძნელ იყო წარმართებაჲ სათნოებისაჲ, ვინაჲთგან არცა წერილი აქუნდა, არცა სახენი პირველქმნილნი, არამედ ბუნებაჲ შიშულად იღუწიდა. ამისთჳს ნოეს აქებს წერილი და იტყჳს: „ნოე, კაცი მართალი და წმიდაჲ ნათესავსა შინა მისსა“, ესე იგი არს, ვითარმედ მაშინ, რაჟამს ფრიად იყვნეს დამაყენებელნი სათნოებისანი.

ხოლო ვინ გამოჩნდა უწინარეს მოსესა სულგრძელ? ნეტარი იოსებ, რომელი გამობრწყინდა სიწმიდითა და უფროჲს სულგრძელებით; რამეთუ განიყიდა უბრალოჲ, რომელი-იგი ჰმსახურებდა ძმათა თჳსთა და კეთილსა უყოფდა, და შეასმინეს იგი მათ, და იგი მერმეცა წარვიდა უდაბნოს და მიართუა მათ საზრდელი; და ვერ პოვნა რაჲ, ეძიებდა და არა მოიწყინა, არამედ ვითარცა ძმაჲ იყო უწყალოთა მათ მიმართ; ხოლო მათ ამას ყოველსა ზედა განყიდეს იგი, და დაემკჳდრა მათ მიერ საპყრობილესა შინა, და არავე-რაჲ თქუა ბოროტი მათთჳს. და შემდგომად ამისა, მიიღო რაჲ უფლებაჲ, გამოზარდნა და მრავალთაგან ბოროტთა იჴსნნა იგინი. რამეთუ უკუეთუ გუენებოს, მოყუსისა ბოროტი ვერ დაგჳხრწევს სათნოებასა. გარნა მათ არა ესრეთ ყვეს, არამედ ბოროტი დასწამეს და ჩუენებისა მისთჳს აყუედრებდეს და შთააგდეს მღჳმესა, და იგინი ჭამდეს მის მიერ მოღებულს...

სრულად ნახვა