მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 6:8

7. და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.8. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.9. ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.
დაბადებისა თავი 6
8. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.
საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. საყოველთაო უსჯულოება და ნოეს მადლი (6:6-8):

შეხედე, როგორ აქ ყოველი სიტყვა ცოდვათა სიმრავლეზე მიუთითებს. ზოგადად რომ თქვა: „განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა", წერილმა დაუმატა: „და ყოველი". მრავლისმეტყველია ეს სიტყვა. არა მხოლოდ ახალგაზრდა სცოდავს, არამედ მოხუციც მსგავსს აკეთებს; არა მხოლოდ კაცი, არამედ დედაკაციც; არა მხოლოდ მონა, არამედ თავისუფალიც; არა მხოლოდ მდიდარი, არამედ ღარიბიც. სიტყვა „გონებს"-იც მრავლისმეტყველია. ისინი, ესე იგი, ამას აკეთებენ. არა შემთხვევით, არამედ გულში განიზრახავენ, ყოველ ჟამს ამისკენ მიისწრაფიან და განზრახ ზრუნავენ ამაზე, — არა ისე, რომ ერთხელ ან ორჯერ, უბრალოდ და შემთხვევით ცოდვამ მოიზიდა და მერე მიატოვეს უღმრთოება, არამედ მოსწრაფებით ვარჯიშობენ მასში და ბოროტს აკეთებენ; ესე იგი, ცოდვა მათ მიერ დიდი გულმოდგინებით აღესრულება, არა გვერდის ავლით, არა დაუდევრად და არა მცირე ხნით, არამედ ყოველ დღეს, მთელი ცხოვრების მანძილზე. ხედავ უღმრთოების გაძლიერებას? ხედავ, როგორ გახადეს ეს თავიანთ საქმიანობად, მოსწრაფებით ყოველგვარ ბოროტებას აღასრულებდნენ და ყოველი ასაკი ნებით ბოროტის საკეთებლად მიისწრაფოდა? „ყოველი", — ამბობს...

სრულად ნახვა
საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ნოეს სათნოება და ღვთის სულგრძელობა

ხედავდით უკვე ნათქვამიდან, რა დიდია კაცთმოყვარეობა და რა ზღვარგადასულია ღვთის სულგრძელობა? ხედავდით, როგორ გაძლიერდა მაშინდელ (ნოეს თანამედროვე) ადამიანთა უღმრთოება? შეიტყვეთ, როგორი იყო მართლის სათნოება ასეთ უღმრთოთა სიმრავლეს შორის და როგორ არაფერმა ავნო მას — არც ამ ადამიანთა ერთსულოვნება, უღმრთოებისკენ მიდრეკილი, არც ის, რომ მათ შორის მარტო დარჩა და საპირისპირო გზით მიდიოდა? მან, ვითარცა შესანიშნავმა მესაჭემ, გონების სადავეს დიდი ფხიზლობით რომ ამართავდა, თავის ნავს არ აცალა უღმრთოების ტალღათა შემოტევისგან დაეღუპა, არამედ ქარიშხალს ზემოთ ამაღლებულმა და ტალღებით მოცულმა, თითქოს ნავსადგურში იყო და სათნოების სადავეს ასე მართავდა, თავი იხსნა წარღვნისაგან, რომელსაც მსოფლიოს ყოველი ადამიანი უნდა დაეტანა. ასეთია სათნოება: ის უკვდავია და უძლეველი, ამჟამინდელი ცხოვრების ცვალებადობას არ ემორჩილება, არამედ უღმრთოების ბადეთა ზემოთ აწეული, ყოველივე ადამიანურს თითქოს რაღაც მაღალი კოშკიდან ჰყურებს და არაფერს გრძნობს იმისგან, რაც სხვებისთვის მძიმეა. პირიქით, როგორც მაღალ კლდეზე მდგომი ტალღებს ეცინება,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის