მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 6:7

6. და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.7. და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.8. ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.
დაბადებისა თავი 6
7. და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.
საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. საყოველთაო უსჯულოება და ნოეს მადლი (6:6-8):

შეხედე, როგორ აქ ყოველი სიტყვა ცოდვათა სიმრავლეზე მიუთითებს. ზოგადად რომ თქვა: „განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა", წერილმა დაუმატა: „და ყოველი". მრავლისმეტყველია ეს სიტყვა. არა მხოლოდ ახალგაზრდა სცოდავს, არამედ მოხუციც მსგავსს აკეთებს; არა მხოლოდ კაცი, არამედ დედაკაციც; არა მხოლოდ მონა, არამედ თავისუფალიც; არა მხოლოდ მდიდარი, არამედ ღარიბიც. სიტყვა „გონებს"-იც მრავლისმეტყველია. ისინი, ესე იგი, ამას აკეთებენ. არა შემთხვევით, არამედ გულში განიზრახავენ, ყოველ ჟამს ამისკენ მიისწრაფიან და განზრახ ზრუნავენ ამაზე, — არა ისე, რომ ერთხელ ან ორჯერ, უბრალოდ და შემთხვევით ცოდვამ მოიზიდა და მერე მიატოვეს უღმრთოება, არამედ მოსწრაფებით ვარჯიშობენ მასში და ბოროტს აკეთებენ; ესე იგი, ცოდვა მათ მიერ დიდი გულმოდგინებით აღესრულება, არა გვერდის ავლით, არა დაუდევრად და არა მცირე ხნით, არამედ ყოველ დღეს, მთელი ცხოვრების მანძილზე. ხედავ უღმრთოების გაძლიერებას? ხედავ, როგორ გახადეს ეს თავიანთ საქმიანობად, მოსწრაფებით ყოველგვარ ბოროტებას აღასრულებდნენ და ყოველი ასაკი ნებით ბოროტის საკეთებლად მიისწრაფოდა? „ყოველი", — ამბობს...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ენათა აღრევა და ხალხთა განბნევა (11:6-9):

...რილი ამბობს: „ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი... და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" (). ხედავ, როგორ აჩვენა ჯერ მათი გარყვნილების უკიდურესობა, და მხოლოდ მას შემდეგ თქვა: „აღვჴოცო კაცი" ()? ასევეა ახლაც: „აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად". თუ ისინი ახლა, ზრახვებისა და ენის ასეთი ერთობით სარგებლობისას, ასეთ გააფთრებაში ჩავარდნენ, მაშ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უარესს არ ჩაიდენენ? „არა დააკლდეს მათგან, — ამბობს, — ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად". ვეღარაფერი შეაჩერებს მათ სწრაფვას; პირიქით, ისინი შეეცდებიან ყველა თავიანთი ჩანაფიქრი ასრულებაში მოიყვანონ, თუ მაშინვე არ მიიღეს სასჯელი თავიანთი თავხედური წამოწყებისთვის. ზუსტად ასე იყო პირველ ადამიანთანაც. იქაც ღმერთმა, როცა ადამის სამოთხის საცხოვრებლიდან გაძევება გადაწყვიტა, უთხრა მას: „ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ?" და კიდევ: **„აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე. და განავლინა იგი უფალმან ღმ...

სრულად ნახვა