მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 6:4

3. და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.4. და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.5. ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა.
დაბადებისა თავი 6
4. და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.
საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ას ოცი წლის ვადა და შეუნანებელი ცოდვა (6:3-5):

ხედავ ღვთის რისხვის სიდიადეს? ხედავ მუქარის უკიდურეს ძალას? შეხედე, როგორ მუქარა და რისხვა კაცთმოყვარეობით შეაზავა. ასეთია ჩვენი უფალი: ხშირად მუქარას არა მუქარის აღსასრულებლად წარმოთქვამს, არამედ იმისთვის, რომ ხალხი გამოასწოროს და მუქარის აღსრულება საჭირო აღარ გახდეს. ხომ, სასჯელის მიყენება რომ ესურვა, რისთვის იწინასწარმეტყველებდა? მაგრამ, რადგან არ სურს (მხოლოდ დასჯა), ყოველთვის ყოყმანობს, გადადებს და წინასწარ ამცნობს, ბრალეულთ რომ უღმრთოებისგან განრიდებისა და სათნოების არჩევის, სასჯელისგან თავის არიდების საბაბი მისცეს. ამიტომ, უკვე მას შემდეგ, რაც სრულ წარწყმედას დაემუქრა (და ეს ნიშნავს სიტყვები: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის, ყოფისათჳს მათისა ჴორც", ესე იგი, აღარ დავუშვებ, რომ ცოცხლობდნენ), ის, ხუთასწლიანი სულგრძელობით არ დაკმაყოფილებული, რომლითაც ადამიანები ნოეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი სახელით ისწავლებოდნენ, ახლა კვლავ თავის რისხვას აკავებს, ახალ ვადას უნიშნავს და ამბობს: მე უკვე მუქარა წარვთქვი, ვთქვი და გამოვაცხადე ჩემი რისხვა, რასაც თქვენ მიერ ჩადენილ მრავალ ცოდვათა გამო უნდა დაქვემდებარებოდეთ;...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...(). წერილი „გმირს“ ყოველთვის ძლიერ კაცს უწოდებს, ან იმას, ვინც სხეულის ასოთა თანაზომიერებით მრავალთ აღემატება. რადგან შესაქმეშიც, როცა ამბობს: „იგინი იყვნეს გმირნი“ და „კაცნი სახელოვანნი“ (), ამას იმ აზრით კი არ ამბობს, თითქოს სხვა რამ მოდგმა გაჩნდა, არამედ ძლიერებს, მტკიცეებსა და ძალით სავსეებს მიანიშნებს ჩვენთვის. „კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა“ (). ნათქვამი აუტანელი სასჯელია და უკიდურესი დაღუპვის დამამტკიცებელი ნიშანი: თუნდაც კედლები და კოშკები იდგეს, ამ სასჯელს შეუძლია ქალაქი მთელი მოსახლეობით მტრებს გადასცეს. რადგან ქალაქების უსაფრთხოება ქვებსა, ძელებსა და ზღუდეებში კი არ არის, არამედ ქალაქის მკვიდრთა გონიერებაში: როცა ასეთი ადამიანები იქ არიან, მტრების არსებობის დროსაც ქალაქს ყველაზე საიმედოდ ზღუდავენ; ხოლო როცა ისინი არ არიან, მაშინაც კი, როცა არავინ აწუხებს, ქალაქს ალყაშემორტყმულზე უფრო საცოდავს აჩენენ.

2.

ამ...

სრულად ნახვა