შეხედე, რა უსაზღვრო სახიერებაა! როგორც მეგობარი მეგობარს, ისე ესაუბრება მართალს იმ სასჯელის შესახებ, რომლითაც კაცთა მოდგმის დასჯა სურს, და ამბობს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა მათგან, და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა". რას ნიშნავს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა"? დიდი, ამბობს, სულგრძელობა გამოვიჩინე, დიდი შემწყნარებლობა, — არ მსურდა ამ სასჯელის მოვლინება, რომლის მოვლინებასაც ვაპირებ; მაგრამ რადგანაც მათი ცოდვების ზღვარგადასული გამძაფრება ამ დრომდე გაგრძელდა, უნდა ბოლო მოვუღო და მათი უღმრთოება შევაჩერო, რათა შორს არ წავიდეს. „ჟამი კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა". შეხედე, აქაც, როგორც ზემოთ თქვა: „ყოველი ვინ გონებს" (), ისევე ახლა ამბობს: „ჟამი ყოვლისა კაცისა". ყველა, ამბობს, ერთნაირადაა განწყობილი, ყველა უკანონობისკენ მიისწრაფა და ამდენ სიმრავლეში ვერც ერთი ვერ მოიძებნება, ვინც სათნოებაზე ზრუნავდეს. „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა": ჟამი დადგა, ესე იგი, ჟამი, რომელშიც დანა უნდა გამოვიყენო,...
დაბადებისა 6:16
15. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.16. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.17. ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს.
დაბადებისა თავი 6