მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 6:15

14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.15. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.16. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.
დაბადებისა თავი 6
15. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის სასჯელის გამოცხადება და კიდობნის აგების ბრძანება (6:14-16):

შეხედე, რა უსაზღვრო სახიერებაა! როგორც მეგობარი მეგობარს, ისე ესაუბრება მართალს იმ სასჯელის შესახებ, რომლითაც კაცთა მოდგმის დასჯა სურს, და ამბობს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა მათგან, და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა". რას ნიშნავს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა"? დიდი, ამბობს, სულგრძელობა გამოვიჩინე, დიდი შემწყნარებლობა, — არ მსურდა ამ სასჯელის მოვლინება, რომლის მოვლინებასაც ვაპირებ; მაგრამ რადგანაც მათი ცოდვების ზღვარგადასული გამძაფრება ამ დრომდე გაგრძელდა, უნდა ბოლო მოვუღო და მათი უღმრთოება შევაჩერო, რათა შორს არ წავიდეს. „ჟამი კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა". შეხედე, აქაც, როგორც ზემოთ თქვა: „ყოველი ვინ გონებს" (), ისევე ახლა ამბობს: „ჟამი ყოვლისა კაცისა". ყველა, ამბობს, ერთნაირადაა განწყობილი, ყველა უკანონობისკენ მიისწრაფა და ამდენ სიმრავლეში ვერც ერთი ვერ მოიძებნება, ვინც სათნოებაზე ზრუნავდეს. „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა": ჟამი დადგა, ესე იგი, ჟამი, რომელშიც დანა უნდა გამოვიყენო,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის