მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 6:13

12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.13. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.
დაბადებისა თავი 6
13. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ნოეს თავშეკავება და ქვეყნის განხრწნა (6:12-13):

მაშასადამე, რათა ვიცოდეთ, როგორ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ასეთ აღვირახსნილობასა და გარყვნილებას მისცემოდა, მართალი მარტო იღვწოდა, სხვა სათნოებებთან ერთად, უმანკოებაშიც ხუთასი წლის ასაკამდე, წერილმა, რომ თქვა: „იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა", შემდეგ უკვე ამბობს: „და შვნა ნოე სამნი ძენი". ხედავ, საყვარელო, მართლის საკვირველ თავშეკავებას? არ გავუაროთ ამას უყურადღებოდ, არამედ, იმ დროზეც და მთელ კაცთა მოდგმაში ზედმეტი უზრუნველობით გავრცელებულ უღმრთოებაზეც ვიფიქროთ და მოვიაზროთ, რა ვაჟკაცობა და ღვთისმოყვარე ნება იყო საჭირო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გულისთქმის აღძვრას ალაგმავდე, ყველა დანარჩენის საწინააღმდეგოდ მიდიოდე და თავს შეიკავებდე არა მხოლოდ უკანონო, არამედ კანონიერი და უმანკო შეუღლებისგანაც. „და შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ. და ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა", — ნათქვამია. მეჩვენება, რომ ამ მართალმა ახლა, ღვთის განგებულების მორჩილებით, მოხსნა თავშეკავება და შვა ეს ძეები. რადგანაც გარყვნილების გამრავლებისა და უღმრთოების უკიდურესი გაძლიერების გამო ქვეყანას სრული დაღუპვა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის