მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 6:12

11. ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა.12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.13. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.
დაბადებისა თავი 6
12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ნოეს თავშეკავება და ქვეყნის განხრწნა (6:12-13):

მაშასადამე, რათა ვიცოდეთ, როგორ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ასეთ აღვირახსნილობასა და გარყვნილებას მისცემოდა, მართალი მარტო იღვწოდა, სხვა სათნოებებთან ერთად, უმანკოებაშიც ხუთასი წლის ასაკამდე, წერილმა, რომ თქვა: „იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა", შემდეგ უკვე ამბობს: „და შვნა ნოე სამნი ძენი". ხედავ, საყვარელო, მართლის საკვირველ თავშეკავებას? არ გავუაროთ ამას უყურადღებოდ, არამედ, იმ დროზეც და მთელ კაცთა მოდგმაში ზედმეტი უზრუნველობით გავრცელებულ უღმრთოებაზეც ვიფიქროთ და მოვიაზროთ, რა ვაჟკაცობა და ღვთისმოყვარე ნება იყო საჭირო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გულისთქმის აღძვრას ალაგმავდე, ყველა დანარჩენის საწინააღმდეგოდ მიდიოდე და თავს შეიკავებდე არა მხოლოდ უკანონო, არამედ კანონიერი და უმანკო შეუღლებისგანაც. „და შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ. და ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა", — ნათქვამია. მეჩვენება, რომ ამ მართალმა ახლა, ღვთის განგებულების მორჩილებით, მოხსნა თავშეკავება და შვა ეს ძეები. რადგანაც გარყვნილების გამრავლებისა და უღმრთოების უკიდურესი გაძლიერების გამო ქვეყანას სრული დაღუპვა...

სრულად ნახვა
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. წყლის აღმატება და ქვეყნიერების განწმენდა (7:19-24):

...ცთა ამათ შორის... ყოფისათჳს მათისა ჴორც"** (), ისევე: „განიხრწნა ქუეყანა... და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა" (), კიდევ: „იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი" (). ამრიგად, რადგან ქვეყნიერებას სრული განწმენდა სჭირდებოდა და საჭირო იყო ყოველი უწმიდურებისგან განბანვა და ძველი გარყვნის მთელი საფუარის განადგურება ისე, რომ უკეთურების კვალიც არ დარჩენილიყო, არამედ თითქოს სტიქიათა განახლება მომხდარიყო, — უფალი გამოცდილი ოსტატის მსგავსად მოიქცა, რომელიც დროისგან დაძველებულ, ჟანგისგან, ასე ვთქვათ, შეჭმულ ჭურჭელს ცეცხლში ისვრის და მთელ ჟანგს მოშორებს, გარდაქმნის, გადაკეთებს და პირვანდელ მშვენიერებას უბრუნებს. ისევე ჩვენმა უფალმაც, ამ წარღვნით მთელი ქვეყნიერება განწმინდა, ადამიანთა უკეთურების სიბილწისგან, ასე ვთქვათ, განათავისუფლა, უფრო მშვენიერი გახადა და კვლავ ბრწყინვალე სახით წარმოგვიჩინა, ძველი უსახურობის კვალის დარჩენა არ დაუშვა. „ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი". უმიზეზოდ კი არ გვიყვება ამას წერილი, არამედ იმისთვის, რომ ვიცოდეთ: დაიხრჩვნენ არა მხოლოდ ადამიანები, საცხოვარი, ოთხფეხნ...

სრულად ნახვა