მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 6:10

9. ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.10. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.11. ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა.
დაბადებისა თავი 6
10. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.
საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ნოეს სათნოება და ღვთის სულგრძელობა

ხედავდით უკვე ნათქვამიდან, რა დიდია კაცთმოყვარეობა და რა ზღვარგადასულია ღვთის სულგრძელობა? ხედავდით, როგორ გაძლიერდა მაშინდელ (ნოეს თანამედროვე) ადამიანთა უღმრთოება? შეიტყვეთ, როგორი იყო მართლის სათნოება ასეთ უღმრთოთა სიმრავლეს შორის და როგორ არაფერმა ავნო მას — არც ამ ადამიანთა ერთსულოვნება, უღმრთოებისკენ მიდრეკილი, არც ის, რომ მათ შორის მარტო დარჩა და საპირისპირო გზით მიდიოდა? მან, ვითარცა შესანიშნავმა მესაჭემ, გონების სადავეს დიდი ფხიზლობით რომ ამართავდა, თავის ნავს არ აცალა უღმრთოების ტალღათა შემოტევისგან დაეღუპა, არამედ ქარიშხალს ზემოთ ამაღლებულმა და ტალღებით მოცულმა, თითქოს ნავსადგურში იყო და სათნოების სადავეს ასე მართავდა, თავი იხსნა წარღვნისაგან, რომელსაც მსოფლიოს ყოველი ადამიანი უნდა დაეტანა. ასეთია სათნოება: ის უკვდავია და უძლეველი, ამჟამინდელი ცხოვრების ცვალებადობას არ ემორჩილება, არამედ უღმრთოების ბადეთა ზემოთ აწეული, ყოველივე ადამიანურს თითქოს რაღაც მაღალი კოშკიდან ჰყურებს და არაფერს გრძნობს იმისგან, რაც სხვებისთვის მძიმეა. პირიქით, როგორც მაღალ კლდეზე მდგომი ტალღებს ეცინება,...

სრულად ნახვა
საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. საღვთო წერილის გულმოდგინე კვლევის შეგონება

გუშინ არცთუ მცირე სარგებელი მოგვიტანა მართალი ნოეს მოდგმის ისტორიამ. ჩვენ საკვირველი გვარტომობის წესი შევიტყვეთ და დავინახეთ, რომ მართალი დიდებას იხვეჭს არა წინაპართა კეთილშობილებით, არამედ საკუთარ ზნეთა სიკეთით. სწორედ ამის გამო მიიღო მან ასეთი მაღალი მოწმობა საღვთო წერილისგან: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). ამ მოკლე სიტყვებს გუშინ მთელი სწავლება მოვახმარეთ. ასეთია საღვთო სიტყვათა თვისება — მცირე გამონათქვამებში დიდ სიმდიდრეს აჩვენებენ და გამოუთქმელ საუნჯეს მოანიჭებენ მათ, ვისაც გულმოდგინედ სურს მათი გამოკვლევა. ამიტომ, გთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულ არაფერს ზედაპირულად არ გავუაროთ, არამედ, იქნება ეს სახელთა ჩამონათვალი თუ მოვლენის თხრობა, მასში დამალულ საუნჯეს მოვეძიოთ. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), რადგან ყველგან მაშინვე ვერ იპოვი დაწერილის აზრს, არამედ ჩვენგან ღრმა კვლევაა საჭირო, რათა სიღრმეში მდგომი არაფერი დაგვრჩეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის