მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 50:6

5. მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: "საფლავსა მას, რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე", აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე.6. და ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაფალ იგი ვითარცა გაფუცა შენ.7. და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცეგულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი,
დაბადებისა თავი 50
6. და ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაფალ იგი ვითარცა გაფუცა შენ.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4)

წინა საუბარში იაკობის შესახებ საუბრის დასრულება დაგპირდით, მაგრამ, რადგან ჩვენი სიტყვა ზედმეტად გაგრძელდა, დაპირება ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ამიტომ დღეს სურვილი მაქვს, წინა საუბრებიდან დარჩენილი შემოგთავაზოთ, რათა დღეს მაინც, თუ ღმერთი ინებებს, ბოლომდე მივაღწიოთ. მაგრამ ჯერ, საყვარელნო, იმის შეხსენება გვმართებს, სად შევაჩერეთ წინა ჯერზე ჩვენი სიტყვა და რით დავასრულეთ შეგონება. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ როცა მართალმა, იოსების შვილთა კურთხევის სურვილით, ეფრემი მანასეს აარჩია და მამა ამით დაღონდა, უთხრა მას: „ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად. და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა" (). აქამდე მივიყვანეთ სიტყვა და, რათა ნათქვამის სიმრავლით თქვენი ხსოვნა არ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის