მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 50:25

24. და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.25. და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა.
დაბადებისა თავი 50
25. და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების მიტევება და სათნოებისკენ შეგონება (50:19-25):

მაგრამ მოისმინე კიდევ, რა უმწყინარო იყო იოსები ძმების მიმართ, როგორ სურდა ყოველგვარი საშუალებით ენუგეშინებინა მათთვის და დაერწმუნებინა, რომ არანაირად არ შესცოდეს მის წინააღმდეგ. ეუბნება მათ: „ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი" (). ნუ გეშინიათ, ამბობს, და ნუ ღელავთ; მე ღვთის კაცი ვარ; მე ჩემს უფალს მივყვები და ვცდილობ, სიკეთით ვუპასუხო მათ, ვინც აუტანელი ბოროტება მომაყენა: „ღმრთისა ვარი მე". შემდეგ, იმას ავლენს რა, რა დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდა ღვთისგან, ამბობს: თქვენ ბოროტი განზრახვით მომექეცით, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აქცია. ასევე პავლეც ამბობდა: „ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად" (). „ყოველივე", ამბობს. რას ნიშნავს — ყოველივე? ესე იგი, ყველა უსიამოვნებას, ყველა მოჩვენებით მწუხარებას ღმერთი სიკეთედ აქცევს. ზუსტად ეს აღსრულდა საკვირველ იოსებზეც. სწორედ იმან, რაც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის