მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 50:24

23. ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს იაკობს.24. და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.25. და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა.
დაბადებისა თავი 50
24. და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების მიტევება და სათნოებისკენ შეგონება (50:19-25):

მაგრამ მოისმინე კიდევ, რა უმწყინარო იყო იოსები ძმების მიმართ, როგორ სურდა ყოველგვარი საშუალებით ენუგეშინებინა მათთვის და დაერწმუნებინა, რომ არანაირად არ შესცოდეს მის წინააღმდეგ. ეუბნება მათ: „ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი" (). ნუ გეშინიათ, ამბობს, და ნუ ღელავთ; მე ღვთის კაცი ვარ; მე ჩემს უფალს მივყვები და ვცდილობ, სიკეთით ვუპასუხო მათ, ვინც აუტანელი ბოროტება მომაყენა: „ღმრთისა ვარი მე". შემდეგ, იმას ავლენს რა, რა დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდა ღვთისგან, ამბობს: თქვენ ბოროტი განზრახვით მომექეცით, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აქცია. ასევე პავლეც ამბობდა: „ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად" (). „ყოველივე", ამბობს. რას ნიშნავს — ყოველივე? ესე იგი, ყველა უსიამოვნებას, ყველა მოჩვენებით მწუხარებას ღმერთი სიკეთედ აქცევს. ზუსტად ეს აღსრულდა საკვირველ იოსებზეც. სწორედ იმან, რაც...

სრულად ნახვა
საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ანდერძი და სათნო სიკვდილის მნიშვნელობა (47:29-31):

...დ შვილებს კეთილ სასოებას შთაუგონებდა, რომ ისინი ოდესმე, თუმცა არა მალე, აღთქმის მიწაზე დაბრუნდებოდნენ. და, რომ სწორედ ამ მიზეზით იძლევა ასეთ განკარგულებას, ამაში უფრო ნათლად გვარწმუნებს მისი ძე, როცა თავადაც ამბობს: „მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა" (). და, რომ რწმენის თვალით წინასწარ ჭვრეტდნენ მომავალს, მოისმინე, როგორ უწოდებს სიკვდილს განსვენებას: „დავეფლა", – ამბობს, – „მამათა ჩუენთა თანა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს" (). რა სახით? რწმენის თვალით. ამრიგად, არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს განკარგულება სულმოკლეობის საქმე იყო, არამედ დროის გარემოებებითა და მათი მომავალი გამოსვლის წინასწარხედვით მართალი ყოველგვარი განკითხვისაგან გაათავისუფლოს. ახლა კი, როცა ქრისტეს მოსვლით სიბრძნისმოყვარეობა ამაღლდა, ყველა სამართლიანად დაგმობდა ასეთ საქმეებზე მზრუნველს.

და ნურავინ მიიჩნევს საბრალოდ უცხოეთში სიცოცხლე რომ დაასრულა, ამ სოფლიდან რომ გადაისახლა უდაბნოში. არა იგი არის საბრალო, არამედ ის, ვინც ცოდვებში კვდება, თუნდაც საკუთარ სარე...

სრულად ნახვა