მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 5:31

30. და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესსა. ხუთასსამეოცდახუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი.31. და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდასორმეოცდააცამეტ წელ და მოკუდა.32. და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ.
დაბადებისა თავი 5
31. და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდასორმეოცდააცამეტ წელ და მოკუდა.
საუბარი 21. „ესე წიგნი შესაქმისა კაცთაჲსა" (დაბ 5:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. საღვთო წერილის ფარული საუნჯე (5:1-2)

დიდი და გამოუთქმელი საუნჯე, საყვარელნო, დღევანდელ საკითხავშია მოცემული. ვიცი, რომ ბევრი, სახელების ჩამოთვლას რომ ისმენს და ზედაპირულად უყურებს საღვთო წერილიდან წაკითხულს, ფიქრობს, თითქოს ეს სიტყვები სახელთა უბრალო ჩამონათვალის მეტს არაფერს შეიცავსო; მაგრამ ყველას ვგთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულს უყურადღებოდ არ ჩაუაროთ, რადგან ყოველივე, რაც აქ დაწერილია, აზრთა დიდ სიმდიდრეს შეიცავს. ვინაიდან ნეტარი წინასწარმეტყველები სულიწმიდის შთაგონებით მოუბარნი იყვნენ, სულის მიერ დაწერილი წმიდა წიგნები ფარულ საუნჯეს შეიცავს. და ნუ გიკვირს, რომ სახელთა ჩამოთვლაში დიდი ფარული აზრთა სიმდიდრის ჩვენებას ვგპირდებით: წერილში არ არსებობს არცერთი მარცვალი, არცერთი ხაზი, რომლის სიღრმეშიც დიდი საუნჯე არ იყოს მოცემული. ამიტომ საღვთო სიტყვებს სხვაგვარად არ უნდა მივუდგეთ, თუ არა ზეგარდმო მადლით ხელმძღვანელობილნი და სულიწმიდისგან განათლებულნი. საღვთო წერილში მოცემულის გასაგებად ადამიანური სიბრძნე კი არ არის საჭირო, არამედ სულის გამოცხადება, რათა ნაწერის ჭეშმარიტ აზრს რომ შევიცნობთ, დიდი სარგებელი მივიღოთ აქედან. თუ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის