მაგრამ კვლავ ჩვენი სიტყვის საგანს მივუბრუნდეთ და შემდგომ თაობებს შევხედოთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ თანდათანობით წინ წავალთ და კიდევ უფრო დიდ საუნჯეს, დიდსა და გამოუთქმელ სიმდიდრეს ვიპოვით. „და ცხოვნდა, — ნათქვამია, — ენოს", სითის ეს ძე, „ასოთხმეოცდაათ წელ და შვა კაინან, და კაინან... შვა მალელეილ, და... მალელეილ... შვა იარედ,... იარედ... შვა ენუქ. და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ და შვა მათუსალა. და სათნო ეყო, — ამბობს წერილი, — ენუქ ღმერთსა, და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ. და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან" (). განა მართალს არ ვამბობდი, რომ წინ რომ წავალთ, ამ სახელებში დიდსა და გამოუთქმელ სულიერ სიმდიდრეს ვიპოვით? შენიშნე აქ, საყვარელო, მართლის სათნოებაც, სახიერი ღვთის გადამეტებული კაცთმოყვარეობაც და საღვთო წერილის ზედმიწევნითობაც. „ცხოვნდა, — ამბობს, — ენუქ ასსამეოცდახუთ წელ და შვა მათუსალა, და სათნო ეყო, — ამბობს, — ენუქ ღმერთსა...
დაბადებისა 5:29
...რქმეული, ან შეიძლება ასეთი სულაც ვერ იპოვო. არამედ, როცა მამას სახელის დარქმევა სურდა, რაღაც არაჩვეულებრივ, ახალ სახელს აძლევდა, ისეთს, რომ მისით რაიმე მომავალი მოვლენა წინასწარ აღნიშნულიყო. ასევე იქცეოდა დედაც. მაგალითად, ლამექმა, თავის შვილს სახელი რომ დაარქვა, ნოე უწოდა და მიუმატა: „ამან განმისუენოს ჩუენ" (). ამგვარად, ყოველ სახელს თუ ყურადღებით გამოიკვლევ, აუცილებლად იპოვი მასში რაიმე წინასწარნიშანს, — და არა ისე, როგორც ახლა იქცევიან, შვილებს უმიზნოდ და შემთხვევით არქმევენ სახელებს, ან მხოლოდ მშობლების სახელებით. ძველთ კი ყოველთვის მიზანი ის ჰქონდათ, რომ შვილების სახელწოდებაში რაიმეს მუდმივი შეხსენება ჩაედოთ. მაგრამ ვნახოთ შემდგომ, რას მოგვითხრობს ნეტარი მოსე პირმშოობის გაცვლის შემდეგ იაკობისა და ესავის მამის შესახებ, — როგორ ღირსდება იგიც, აბრაჰამის მსგავსად, შიმშილის დადგომისას ზეგარდამო დიდი მზრუნველობისა, ერთი მხრივ, საკუთარი სათნოების გამო, მეორე მხრივ კი, მამამთავრისთვის მიცემული აღთქმის თანახმად. „და იქმნა", — ამბობს წერილი, — „სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა" (). რათა არ იფიქრო, რომ წერილი წინანდელ შიმშილზე ლაპარაკობს, ის განმარ...
...თადერთი მართალი იყო, თუკი ლამექი, მისი მამა, ამ მართლის სათნოების მოშურნე ყოფილიყო. ამასთან, სურდა რა ძისთვის სახელი დაერქმია, ლამექმა თქვა: „და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან: ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან" (). მითხარი, საიდან ჰქონდა ლამექს ასეთი ცოდნა იმის შესახებ, რაც რამდენიმე თაობის შემდეგ უნდა მომხდარიყო? სახელი ეწოდოს, ამბობს, ნოე; „ამან განმისუენოს ჩუენ". ნოე ებრაულად განსვენებას ნიშნავს. ამიტომ რადგან ნოე ერთადერთი უნდა გადარჩენილიყო წარღვნის დროს, რომელიც მთელ სამყაროს დაფარავდა, და მის შემდგომი თაობების დასაბამი უნდა გამხდარიყო, ლამექი ამბობს: „ამან განმისუენოს ჩუენ", განსვენებას უწოდებს წარღვნას. მართლაც, წარღვნამ, წყლებით მთელი მიწა რომ დაფარა, რომელიც იმდროინდელ ადამიანთა ცოდვებით დამძიმებული იყო და ყოველგვარ სიბილწეს ზიდავდა, და ურჯულო ადამიანთა ყოველგვარი ბოროტება აღკვეთა, გაწმინდა მიწა, რომელიც უწმინდური გამხდარიყო თავისი მცხოვრებთა ბოროტების გამო, ხოლო ისინი სასჯელით განასვენა: „რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს", — ამბობს წერილი (). ახლა ხედავ, როგორ ხშირად...