მაგრამ კვლავ ჩვენი სიტყვის საგანს მივუბრუნდეთ და შემდგომ თაობებს შევხედოთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ თანდათანობით წინ წავალთ და კიდევ უფრო დიდ საუნჯეს, დიდსა და გამოუთქმელ სიმდიდრეს ვიპოვით. „და ცხოვნდა, — ნათქვამია, — ენოს", სითის ეს ძე, „ასოთხმეოცდაათ წელ და შვა კაინან, და კაინან... შვა მალელეილ, და... მალელეილ... შვა იარედ,... იარედ... შვა ენუქ. და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ და შვა მათუსალა. და სათნო ეყო, — ამბობს წერილი, — ენუქ ღმერთსა, და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ. და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან" (). განა მართალს არ ვამბობდი, რომ წინ რომ წავალთ, ამ სახელებში დიდსა და გამოუთქმელ სულიერ სიმდიდრეს ვიპოვით? შენიშნე აქ, საყვარელო, მართლის სათნოებაც, სახიერი ღვთის გადამეტებული კაცთმოყვარეობაც და საღვთო წერილის ზედმიწევნითობაც. „ცხოვნდა, — ამბობს, — ენუქ ასსამეოცდახუთ წელ და შვა მათუსალა, და სათნო ეყო, — ამბობს, — ენუქ ღმერთსა...
დაბადებისა 5:28
27. და იქმნნეს ყოველნი დღენი მათუსალასნი, რომელთა ცხოვნდა, ცხრაასსამეოცდაცხრა წელ. და მოკუდა.28. და ცხოვნდა ლამექ ასოთხმეოცდარვა წელ და შვა ძე.29. და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან:ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
დაბადებისა თავი 5