შენიშნე, რა ნუგეშს აძლევს მათ ამ ანდერძით. მათ შეეძლოთ გაეგოთ, რომ მართალი ამას არ დაანდერძებდა, ჭეშმარიტად რომ არ სცოდნოდა მათი მომავალი დაბრუნების შესახებ და ეგვიპტის მონობისგან განთავისუფლების შესახებ. შემდეგ დაკრძალვის ადგილსაც მიუთითებს: „ქუაბსა მას მრჩობლსა, — ამბობს, — რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა" (). ეს რომ თქვა, „დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა" (). დაინახე მართლის აღსასრულიც, რა საკვირველი იყო. შვილებთან დაკავშირებული განკარგულებები რომ გასცა, ფეხები ცხედარზე აიხვინა, თითქოს სიამოვნებით ეგებებოდა თავის სიკვდილს. ყველა განკარგულების შემდეგ „მოაკლდა" მას, ფეხები „აღიხვინა", ესე იგი, გაშალა ან გაიწოდა, „მოაკლდა", ესე იგი, დაასრულა თავისი სიცოცხლე, და „შეეძინა ერსა თჳსსა. და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყო მას" (დაბ 49:32, 50:1). ხედავ ძის ნაზ სიყვარულს? ხედავ მხურვალე სიყვარულს? სულის განყოფის...
დაბადებისა 49:30
29. ამცნო მათ და ჰრქუა მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა.30. რომელ არს წინაშე მამბრესსა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისაგან ქეტელისა სასყიდლით საფლავად.31. მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარრა ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაფლეს ლია მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა.
დაბადებისა თავი 49