მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 49:12

11. და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი.12. მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.13. ზაბულონ ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე.
დაბადებისა თავი 49
12. მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვინისა და სამოსლის საიდუმლო და ძეთა კურთხევანი (49:12-29):

იხილე, როგორ აღნიშნა აქ მთელი საიდუმლო. საიდუმლოთა ზიარნი იციან, რას ნიშნავს ეს სიტყვები: „განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი". სამოსლის ქვეშ, ვფიქრობ, სხეული იგულისხმება, რომლის ტარებაც ცხონების აღსასრულებლად ქრისტემა ღირსებად მიიღო. შემდეგ, ზუსტად რომ ეჩვენებინა, რას უწოდა „ღვინოს", იაკობი დაუმატებს: „და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი". იხილე, როგორ აღნიშნა სისხლის სახელდებით მსხვერპლშეწირვაც და ჯვარიც და საიდუმლოთა მთელი განგებულებაც. „მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა" (). აქ ღვინისა და თვალთა ხატით მის დიდებას სურს გვიჩვენოს. „და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა"; მსაჯულის სიმართლესა და დიდებას ავლენს. კბილთა და რძის ხატით სხვა არაფრის ჩვენება სურდა, გარდა იმისა, რომ სამსჯავრო ისეთივე წმინდა და ნათელი იქნება, როგორიც რძისა და კბილების ბუნებაა. „ზაბულონ, — ამბობს, — ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე" (). იხილე, ამასაც წინასწარ უწყებს...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. განგებულების კურთხევა და წყევლის მოხსნა:

...კვლავ აპირებს თქვას რაიმე, რაც მის ღირსებას თითქოს არ შეეფერება, შენ არ დაეცე, არამედ დაინახო, ვის შესახებ არის სიტყვა.

ასევე იაკობმაც, როდესაც განგებულებას ცხადყოფდა, მრავალი სიტყვის შემდეგ თქვა: „მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა“ (). ხოლო ღვთაებას კბილები არა აქვს. და სხვა წინასწარმეტყველიც ამბობს: „დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ“ (), იგივე აზრს პავლეც გამოთქვამს, როდესაც ამბობს: „რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა“ (). ამიტომ, რათა ამ სიტყვების მოსმენისას შენ მდაბალ აზრში არ ჩავარდე, იგი ღვთაების ძალას გიჩვენებს. რადგან არც ხორცს განყოფს ღვთაებისგან და არც ღვთაებას ხორცისგან; არსებებს კი არ აღრევს, ნუ იყოფინ, არამედ შეერთებას აჩვენებს. ამიტომ ამბობ...

სრულად ნახვა