მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 49:11

10. არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა.11. და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი.12. მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა.
დაბადებისა თავი 49
11. და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმეონისა და ლევის განსჯა და იუდას წინასწარმეტყველება (49:5-11):

აი, როგორ სულისგან მონიჭებული განსჯით, მოსეს მომავალ კანონმდებლობას უსწრებს — კერძოდ, იმას, რომ მამასა და ძეს ერთსა და იმავე ქალთან თანაცხოვრება არ ეთვისება — და უკვე ამით კრძალავს, თავის ძეზე განსჯას გამოტანს რა. შენ შეაგინე, ამბობს, სარეცელი, მამის საწოლზე ახვედი: ურჯულო საქმე ჩაიდინე. იმისთვის, რომ ასე შეურაცხმყავი, შენ, „ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები". უნაყოფო იქნება შენთვის ეს ხელყოფა, რადგან შენ, მამისადმიც კი არანაირი პატივისცემა რომ არ გქონდა, საწოლის შეგინება გაგიბედია. ხოლო შემდეგმა თაობებმა რომ მსგავსი საქმეები აარიდონ თავს, სულიწმიდის განგებულებით ეს განსჯა წერილობით დაიხატა, ისე, რომ ყველა, ვინც ამას მოისმენს, გონს მოვიდეს და ნათლად დაინახოს, რომ ბუნებისგან მონიჭებული უპირატესობებიდან არანაირი სარგებელი არაა, თუ ნებისყოფის შესატყვისი საქმეები მათ არ ახლავს. შემდეგ, ეს სამარცხვინო საქციელი საკმარისად რომ ამხილა, სიმეონსა და ლევიზე გადადის. „სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა" (). მოშურნეობამ, რომელიც თავიანთი დისთვის გამოიჩინეს, ისინი უსამართლობამდე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის