მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 49:1

1. და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა.2. შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა.
დაბადებისა თავი 49
1. და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4):

წინა საუბარში იაკობის შესახებ საუბრის დასრულება დაგპირდით, მაგრამ, რადგან ჩვენი სიტყვა ზედმეტად გაგრძელდა, დაპირება ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ამიტომ დღეს სურვილი მაქვს, წინა საუბრებიდან დარჩენილი შემოგთავაზოთ, რათა დღეს მაინც, თუ ღმერთი ინებებს, ბოლომდე მივაღწიოთ. მაგრამ ჯერ, საყვარელნო, იმის შეხსენება გვმართებს, სად შევაჩერეთ წინა ჯერზე ჩვენი სიტყვა და რით დავასრულეთ შეგონება. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ როცა მართალმა, იოსების შვილთა კურთხევის სურვილით, ეფრემი მანასეს აარჩია და მამა ამით დაღონდა, უთხრა მას: „ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად. და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა" (). აქამდე მივიყვანეთ სიტყვა და, რათა ნათქვამის სიმრავლით თქვენი ხსოვნა არ დაგვემძიმებინა, აქ შევწყვიტეთ შეგონება. მაშ, თუ ნებავთ, დღეს...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. განგებულების კურთხევა და წყევლის მოხსნა:

...კვლავ აპირებს თქვას რაიმე, რაც მის ღირსებას თითქოს არ შეეფერება, შენ არ დაეცე, არამედ დაინახო, ვის შესახებ არის სიტყვა.

ასევე იაკობმაც, როდესაც განგებულებას ცხადყოფდა, მრავალი სიტყვის შემდეგ თქვა: „მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა“ (). ხოლო ღვთაებას კბილები არა აქვს. და სხვა წინასწარმეტყველიც ამბობს: „დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ“ (), იგივე აზრს პავლეც გამოთქვამს, როდესაც ამბობს: „რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა“ (). ამიტომ, რათა ამ სიტყვების მოსმენისას შენ მდაბალ აზრში არ ჩავარდე, იგი ღვთაების ძალას გიჩვენებს. რადგან არც ხორცს განყოფს ღვთაებისგან და არც ღვთაებას ხორცისგან; არსებებს კი არ აღრევს, ნუ იყოფინ, არამედ შეერთებას აჩვენებს. ამიტომ ამბობ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 108-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წყევლის სახით ნათქვამი წინასწარმეტყველება:

...რისხანის წესით. და რომ ამას უბრალოდ არ ვაცხადებ, ამას წინასწარმეტყველური სიტყვებიდან ცხადს გაგიხდით. რადგან იაკობმა, როცა სიკვდილი უახლოვდებოდა, ძეებს უთხრა: „შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა“ (); და როცა წინასწარმეტყველებას აპირებდა, შესავალშივე, თითქოს რომელიღაც რისხვით დუღდა, წინასწარმეტყველება წყევლით დაიწყო, ასე თქვა: „რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი. ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები,“ (), და მის მომავალ დაღუპვას წყევლის წესით წინასწარმეტყველებდა. ასევე, როცა სიკეთეებს ამბობს, ლოცვის წესით გადმოსცემს და ამბობს: „მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.“ (). თუმცა ესეც წინასწარმეტყველებაა. მაგრამ ცხადია, რომ ეს კაცობრივი ვნებისგან არ არის. რადგან ქა...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...არიტების შესახებ — იმ საწყალ და უბედურ იუდეველებთან, რომლებიც დროების უცოდინარობის გამო უდიდეს ცდომილებაში ჩავარდნენ. რადგან პატრიარქის ნათქვამი რომ მოესმინათ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს“ (), და მისი მოსვლის ჟამებს ზედმიწევნით დაკვირვებოდნენ, ქრისტესგან ჩამოცილებულნი ანტიქრისტეს არ ჩაუვარდებოდნენ; სწორედ ამას მიანიშნებდა თვით ქრისტეც, როცა მათ უთხრა: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“ (). ხედავ, რაოდენი დაცემა წარმოიშვა დროების უცოდინარობისგან? მაშ, ნუ უგულებელყოფ ამხელა სარგებელს. რადგან როგორც საზღვრები და სვეტები მინდვრებში წილებს ერთმანეთში არევას არ ანებებენ, ასევე დროები და ჟამები მოვლენებს ერთმანეთში შერევას არ ანებებენ; არამედ ერთმანეთისგან გამოყოფენ, თითოეულს შესაფერის წესრიგში აყენებენ და დიდ არეულობას გვაშორებენ.

მაშ, მართებული იქნ...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...აშიშვლებულად, არამედ სათქმელი შვილის სახელის ნიღბით დაფარა და ასე წინასწარ აუწყა: გარეგნულად თითქოს იუდას მომავალს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ, როგორც საქმეთა დასასრული მოწმობს, წინასწარ აუწყებდა იმას, რაც ქრისტეს უნდა აღესრულებინა. რადგან იუდა არც „მოლოდება წარმართთა“ () გამხდარა, არც მაშინ გამობრწყინებულა მისი ტომი, როცა მათ შორის სახელმწიფო წყობა შეწყდა; არამედ ყოველივე ეს მაშინ მოხდა, როცა ქრისტე მოვიდა. ხოლო თუ იუდეველები ურცხვად ეცდებიან, გვერდი აუარონ წინასწარმეტყველების ამ წესს, მათ ყველაზე მეტად თვით ნათქვამიდანვე ადვილად ამხელდნენ, თუ ვინმე ზედმიწევნით გაშლიდა წინასწარმეტყველებებს, თითოეულ გამონათქვამს სათანადო ყურადღებით გამოიკვლევდა და ნათქვამს მომხდარ მოვლენებს შეუთანხმებდა.

მაგრამ რათა მათ პირები ზედმეტადაც დავუხშო, ამას ნათელს გავხდი არა იმ წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც ქრისტეზეა ნათქვამი, არამედ იმ წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც მათ პატრიარქებზე ითქვა; ვაჩვენებ, რომ მრავალი წინასწარმეტყველება ტომთა მამამთავრებზე ითქვა, მაგრამ მათ შთამომავლებში აღსრულდა. მაგალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).:

...ძისა მიმართ თქუმულ არს, და აბრაჰამს კარავსა შინა ძჱ ჰზრახვიდა, და იაკობ მისთჳს თქუა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომელი-იგი წინამდებარე არს, და არს იგი მოლოდებაჲ წარმართთაჲ“. და თჳთ მოსე თქუა, რამეთუ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. და გუელი რვალისაჲ და კუერთხი მოსესი და ისაკის დაკლვაჲ და სხუაჲ მრავალი ესევითარი მოსლვისა მისისა სახენი იყვნეს. ხოლო თუ ვინ თქუას, თუ: რაჲსათჳს არა მოართუა მას სახჱ წერილთაგან, ვითარ ნიკოდემოსს და ნათანაელს? გულისხმა-ყავთ, რამეთუ იგინი წერილთა მეცნიერნი იყვნეს, ხოლო ესე დედაკაცი იყო გლახაკი და უსწავლოჲ, და ამისთჳს წყლისა მის ცხოველისა ჴსენებითა მოიზიდა იგი, და ესრეთ მცირედ-მცირედ მოეჴსენა მას, ვითარ ასმიოდა სამე წერილი, და მერმეღა გამოუცხადა თავი თჳსი, ხოლო პირველითგან ვერ იტჳრთვიდა იგი, რაჲ-თამცა წერილისა სიტყუათაჲ ჰრწმენა. და ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ“, და ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...სა მას დავითისსა; რამეთუ მისდა განმზადებულ იყო მეუფებაჲ დავითისი, და მოსლვადმდე მაცხოვრისა მოიწია იგი, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებდა მამათმთავარი იაკობ, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს, და იგი - მოლოდებაჲ წარმართთაჲ“.

განძუარცეს უღმრთოთა მათ უფალი ჩემი და სცეს, და არა იცოდეს, ვითარმედ განშიშულდებიან შეწევნისა მისისაგან და შეიმოსენ ტყებასა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „მოვსძარცო სამოსელი ჩემი და ტილოები ჩემი არა ფარვად სირცხჳლსა მისსა. და გოდებდეს და იგლოვდეს და ვიდოდის უჴამლოჲ და შიშუელი, და ყოს ტყებაჲ, ვითარცა ვეშაპთაჲ, და გლოვაჲ, ვითარცა ასულთა ურჩხულთაჲ“.

შეჰმოსეს უფალსა მეწამული და არა იცოდეს, არცა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულების მათ ზედა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა“; ; (59,3) და „ჴელთა თქუენთა იპოვა უბრალოჲ სისხლი“.

იხარებდეს უბადრუკნი, ხედვიდეს რაჲ თავსა ზედა უფლისასა გჳრგჳნსა მას ეკლისასა, და არა ხედვიდეს ბრმანი, ვითარმედ თჳსთა თავთა ზედა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

...(მათ. 2,6); და კუალად წინაწარმეტყუელებაჲ იგი იაკობ მამათმთავრისაჲ, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მის-თა, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს, და არს იგი სასოებაჲ წარმართთაჲ“. რამეთუ სიტყუათა ამათ მიერ კეთილად გამოგ-ჳსახა მამათმთავარმან ჟამი იგი კურთხეული ქრისტეს მოსლვისაჲ და წარმართთა შეწყნარებისაჲ.

ხოლო ესეცა ღირს არს ძიებისა, ვითარმედ იხილეს რაჲ მოგუთა ვარსკულავი იგი, სიტყუაჲ მისგან არა ესმა. რაჲ ცნეს, თუ მეუფისა მის ჰურიასტანს შობილისათჳს იქმნა გამოჩინებაჲ მისი? არამედ ესრეთ გულისჴმაყავთ, ვითარმედ ღმერთმან, რომელმან-იგი ვარსკულავი წინამძღურად მისცა, მან შინაგან გულთა მათთა გულისჴმა-უყო საქმე იგი შობისა თჳსისაჲ და აღძრნა სულნი მათნი სურვილად ხილვისა მისისა. ვითარცა-იგი პირველ გულსა კჳროს მეფისასა დაარწმუნა უხილავად განტევებაჲ ტყუეობისაგან ერი ჰურიათაჲ, ეგრეთვე აქა გულსა ამათსა შთაუთესა გულისჴმის-ყოფაჲ თჳსისა შობისაჲ. ხოლო მათ შეიწყნარეს და შეუდგეს ვარსკულავსა მას, რაჲთა მისისაცა მადლისა საკჳრველებაჲ გამოჩნდეს და მათისაცა სულისა მორჩილებაჲ, რამეთუ არა თუ სიტყუაჲ ესე წესსა მას თჳთმფლობელობისასა დაჰ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...ქალწულისათჳს თქუმულ არს და არა იოსებისთჳს. აჰა ესერა გესმა განცხადებულად, ვითარმედ სახლისაგან და ტომისა დავითისი იყო ქალწული იგი. და იაკობცა მამათმთავარი იუდაჲს ტომისაგან მოასწავებდა გამოჩინებად სასოებასა მას წარმართთასა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, ვიდრემდის მოვიდეს სასოებაჲ იგი წარმართთაჲ“. არამედ სიტყუაჲ იგი მამათმთავრისაჲ იუდაჲს ტომისაგან იტყჳს, ხოლო დავითისთჳს არას მოასწავებს, რამეთუ ტომსა შინა იუდაჲს სა არა დავითისი ოდენ იყო სახელი, არამედ სხუანიცა მრავალნი. ხოლო რაჲთა არა სთქუა, თუ: ვითარ გულისჴმა-ვყო, ვითარმედ დავითის ტომისაგან იყო მარიამ, ამისთჳს გაუწყა მახარებელმან, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისი, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ“. ამას ზედა სხუაჲცა მიგითხრა უწყებაჲ მის საქმისაჲ: რჩული იყო ებრაელთა შორის, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდეს სხჳსა ტომისაგან სხუად ტომად განთხოებად ანუ ქორწინებად, არამედ ვითარცა იყვნეს ათორმეტნი ტომნი ძეთა ისრაჱლისათა, თითოეულისა ტომისა ერი ურთიერთას შეერთვოდეს და არა სხჳსა ტომისაგან ოდენ, არამედ არცა სხჳსა სახლისაგან, რომელ არს თჳსებაჲ, ჴელ-ეწიფებოდა ქორწინებად. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არცა იოსებს ჴელ-ეწიფებოდა მოყვანებად ქალწული იგი სხჳსა ტომისაგან. აწ უკუე სიტყუაჲ იგი,...

სრულად ნახვა