აქ შენიშნე, რომ მართალს, რომელსაც სიბერისგან ხორციელი მხედველობა მოსუსტებოდა („თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად" ()), სულიერი თვალები ჯერ კიდევ ძლიერი ჰქონდა და რწმენით მომავალსაც წინასწარ ჭვრეტდა. იოსების მითითებას არ მიჰყვა, არამედ კურთხევის დროს ხელები გადაინაცვლა, უმცროს ძეს უპირატესობა მიანიჭა და მანასეს ეფრემი ამჯობინა. და თქვა: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა" (). შეხედე, რა თავმდაბლობა ჰქონდა პატრიარქს, რა ღვთისმოსავი სული! ვერ გაბედა ეთქვა: ღმერთი, რომელმაც მე სათნო ვეყავი, არამედ რა თქვა? რომელსაც სათნო ეყვნეს „მამანი ჩუენნი". ხედავ მადლიერ სულს? თუმცა ცოტა ხნის წინ თხრობისას ამბობდა: ლუზაში მეჩვენა ღმერთი და აღმითქვა მთელი ის მიწა ჩემთვისა და ჩემი თესლისთვის, და ხალხთა სიმრავლედ ქმნას ჩემი თესლისა, – და ამგვარად ღვთის მისდამი კეთილგანწყობის აშკარა მოწმობა ჰქონდა, მაინც თავმდაბლურ სულს ინარჩუნებდა – და ამბობს: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე...
დაბადებისა 48:14
13. ეფრემ მარჯუენით მარცხენით კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიიახლნა იგინი მას.14. განყო ისრაჱლისა ჴელი თჳსი მარჯუენე და დასდვა თავსა ზედა ეფრემისსა, რამეთუ იგი იყო უმრწემესი, მარცხენე მისი თავსა ზედა მანასესსა, იცვალნა ჴელნი მისნი.15. აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა. აბრაჰამ და ისაკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
დაბადებისა თავი 48