მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 48:10

9. და ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე ღმერთმან აქა. და თქუა იაკობ: მომგუარენით ეგენი აქა და ვაკურთხნე.10. ხოლო თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა.11. და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა ესერა, პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი.
დაბადებისა თავი 48
10. ხოლო თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა.
საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):

ამ ყოველივეს გავიაზრებთ რა, უცხოეთში მომკვდართ ნუ მივიჩნევთ საბრალოდ, არც საკუთარ სახლში სიცოცხლეს გამოთხოვებულთ ვანატრებდეთ, არამედ საღვთო წერილის სჯულს მივყვეთ: სათნოებაში მცხოვრებთა და ასე გარდაცვლილთ ვანატრებდეთ, ხოლო ცოდვებში მომკვდართ უბედურად ვცნობდეთ. როგორც სათნო ადამიანი უკეთეს სიცოცხლეში გადადის და თავისი შრომის საზღაურს იღებს, ისე სათნოების არმქონე, რომ კვდება, უკვე ტანჯვის საწყისს განიცდის და საქმეთა სიტყვას აგებს, აუტანელ ვნებას იტვირთავს.

ამის გაფიქრებისას სათნოებაზე უნდა ვზრუნავდეთ და ამ ცხოვრებაში, როგორც ასპარეზზე, ისე ვიღვწოდეთ, რომ სანახაობის დასრულების შემდეგ ნათელი გვირგვინით შევიმკოთ და ამაოდ არ ვინანებდეთ. ვიდრე ჯერ კიდევ ღვაწლის დრო გრძელდება, შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, სიზარმაცე განვდოთ და სათნოებაში წარვიმატოთ, რათა წინამდებარე გვირგვინები მოვიპოვოთ. მაგრამ, თუ გნებავთ, თხრობის გაგრძელებას მივუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც იაკობმა ძეს დაკრძალვის შესახებ მცნება დაუდო და იოსებმა უპასუხა: „ეგე ვყო", – იაკობმა თქვა: „მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". შეხედე ამ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის