შენიშნე, რა გონივრულად ურჩევს ძმებს — არა უბრალოდ და არა შემთხვევით შთააგონებს ამას, არამედ სურს მეტ უსაფრთხოებაში ჩააყენოს ისინი და ეგვიპტელებთან არ გაერიონ. რადგან ეგვიპტელებს ეზიზღებოდათ მწყემსურ ცხოვრებას მიმდევარი ადამიანები და სძულდათ ისინი, ხოლო იოსების ძმებს ეგვიპტური განათლება არ ჰქონდათ, ამიტომ იოსები ურჩევს მათ თავიანთი საქმიანობა წინ წამოეწიათ, რომ ამ კეთილშობილური მიზეზით საუკეთესო მიწა გამოეყოთ მათთვის, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ. ამგვარად, იოსებმა „ძმათაგანი მისთა წარიყუანა ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი წინაშე ფარაოჲსა. და ჰრქუა ფარაო: რაჲ არს საქმე თქუენი? და ჰრქუეს: მწყემს ვართ ცხოვართა... აწ უკუე დავეშენნეთ ქუეყანასა მას გესემისასა. და ჰრქუა ფარაო... უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა" (). როგორც იოსებმა ურჩია, ისე უპასუხეს ძმებმა ფარაოს და ამგვარად გესემის მიწაზე ცხოვრების ნებართვა მიიღეს. ფარაომ კი იოსებისადმი კეთილგანწყობის გამო კიდევ თქვა: „უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი,...
დაბადებისა 47:5
4. და ჰრქუეს ფარაოს: მწირობად მოსრულ ვართ ჩუენ ქუეყანასა, რამეთუ არა არს საძოვარი საცხოვართათჳს მონათა შენთასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ქანანისასა აწ უკუე დავეშენნეთ მონანი შენნი ქუეყანასა მას გესემისასა.5. ჰრქუა ფარაო იოსებს და ეტყოდა: მამაჲ შენი და ძმანი შენნი მოსრულ არიან შენდა.6. ეგერა, ქუეყანა ეგჳპტისა შენ წინაშე არს, უმჯობესა ქუეყანასა დაამკჳდრენ მამაჲ შენი და ძმანი შენნი, დაემკჳდრნედ ქუეყანასა გესემისასა, უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა.
დაბადებისა თავი 47