მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 47:30

29. და ვითარცა მოიწივნეს დღენი სიკუდილისა იაკობისნი; მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა და პოოს ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რათა არა დამფლა მე ეგჳპტეს.30. არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო.31. და ჰრქუა მას: მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.
დაბადებისა თავი 47
30. არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო.
საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ანდერძი და სათნო სიკვდილის მნიშვნელობა (47:29-31):

დღეს იაკობის შესახებ თხრობას დავასრულებთ და ვნახოთ, რა განკარგულებას იძლევა იგი სიკვდილის მოახლოებისას. მაგრამ არავინ უნდა მოითხოვდეს იმდროინდელი მართალთაგან ისეთ სიბრძნისმოყვარეობას, როგორიც დღეს მორწმუნეთათვის დამახასიათებელია – საქმეებს დროის შესაბამისად უნდა ვმსჯელობდეთ. ამას წინასწარ განგებ შევნიშნავ, იაკობის მიერ იოსებისთვის ნათქვამ სიტყვებს რომ ვგულისხმობ. რა თქვა მან, მოვისმინოთ. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა; მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა და პოოს ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რათა არა დამფლა მე ეგჳპტეს. არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო. და ჰრქუა მას: მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა".

ბევრი სულმოკლე ადამიანი, როცა ვარწმუნებთ, რომ დაკრძალვაზე დიდი მზრუნველობა არ უნდა იქონიონ და მიცვალებულთა ნეშტის უცხო მხრიდან სამშობლოში გადმოტანას რაიმე განსაკუთრებული მზრუნველობის ღირსად არ უნდა მიიჩნევდნენ, ამ ამბავს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის