შენიშნე უფლის გამოუთქმელი განგება. შიმშილის გაძლიერებამდე შეიყვანა მართალი ეგვიპტეში, რათა ქანაანის მიწისთვის მოსალოდნელი უბედურება სრულებითაც არ განეცადა. და, როცა ყველანი იქ მიედინებოდნენ, „შეკრიბა, — ნათქვამია, — იოსებ ყოველი ვეცხლი" ეგვიპტესა და ქანაანში მცხოვრებთაგან და ასე ურიგებდა მათ პურს. „და მოაკლდა" ბოლოს „ვეცხლი, რამეთუ შეიღო ყოველი სახლსა ფარაოსსა". მოვიდნენ „ყოველნი ეგჳპტელნი" და თქვეს: „მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი" (). ფული საყიდლად აღარ გვაქვს, ამიტომ შიმშილით ვიღუპებით, ამბობენ. ნუ მიატოვებ ჩვენ, სიკვდილით დამუქრებულთ; მოგვეცი პური, რომ ვცოცხლდეთ და არ მოვკვდეთ. „ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენი და გცე პური საცხოვრისა წილ თქუენისა" (). თუ ფული აღარ გაქვთ, ამბობს, ფარებს მივიღებ თქვენგან. თუ ვერცხლი ამოგეწურათ, მოიყვანეთ თქვენი შინაური პირუტყვი და პურს მიიღებთ. „მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა,...
დაბადებისა 47:23
22. ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა იგი ხოლო არა მოიყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემდა იოსებ მღდელთა მათ ფარაოსთა და ჭამეს საცემელსა მას, რომელსა სცემდა მათ ფარაო, ამისგან არა განყიდეს ქუეყანა მათი.23. ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა ესერა, მოგიგენ თქუენ და ქუეყანა თქუენი დღესითგან ფარაოსად, მიიღეთ თქუენ თესლი, დასთესეთ ქუეყანასა.24. და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთე ნაწილი ფარაოს, ხოლო ოთხი ნაწილი იყოს თავისა თქუენისა თესლად ქუეყანისა საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა და საჭმელად ჩჩჳლთა თქუენთა.
დაბადებისა თავი 47