მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 47:20

19. რათა არა მოვსწყდეთ წინაშე შენსა და ქუეყანაჲ ჩვენი მოოჴრდეს, არამედ მიმიყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყუნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა, მეც ჩუენ თესლი, რათა ვსთესოთ და ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ და ქუეყანა არა მოოჴრდეს.20. და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანა ეგჳპტისაჲ ფარაოს, რამეთუ მისცეს ქუეყანა მათი ეგჳპტელთა ფარაოს, რამეთუ დაიპყრა იგინი სიყმილმან და იყო ქუეყანა იგი ფარაოჲსა.21. და ერი იგი დაამონა ფარაოს კირთად კიდითგან საზღურით ეგჳპტისად ვიდრე კიდედმდე მისა თჳნიერ.
დაბადებისა თავი 47
20. და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანა ეგჳპტისაჲ ფარაოს, რამეთუ მისცეს ქუეყანა მათი ეგჳპტელთა ფარაოს, რამეთუ დაიპყრა იგინი სიყმილმან და იყო ქუეყანა იგი ფარაოჲსა.
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების სიბრძნე შიმშილის მართვაში (47:14-26):

შენიშნე უფლის გამოუთქმელი განგება. შიმშილის გაძლიერებამდე შეიყვანა მართალი ეგვიპტეში, რათა ქანაანის მიწისთვის მოსალოდნელი უბედურება სრულებითაც არ განეცადა. და, როცა ყველანი იქ მიედინებოდნენ, „შეკრიბა, — ნათქვამია, — იოსებ ყოველი ვეცხლი" ეგვიპტესა და ქანაანში მცხოვრებთაგან და ასე ურიგებდა მათ პურს. „და მოაკლდა" ბოლოს „ვეცხლი, რამეთუ შეიღო ყოველი სახლსა ფარაოსსა". მოვიდნენ „ყოველნი ეგჳპტელნი" და თქვეს: „მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი" (). ფული საყიდლად აღარ გვაქვს, ამიტომ შიმშილით ვიღუპებით, ამბობენ. ნუ მიატოვებ ჩვენ, სიკვდილით დამუქრებულთ; მოგვეცი პური, რომ ვცოცხლდეთ და არ მოვკვდეთ. „ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენი და გცე პური საცხოვრისა წილ თქუენისა" (). თუ ფული აღარ გაქვთ, ამბობს, ფარებს მივიღებ თქვენგან. თუ ვერცხლი ამოგეწურათ, მოიყვანეთ თქვენი შინაური პირუტყვი და პურს მიიღებთ. „მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის