მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 47:13

12. და იფქლსა უწყვიდა საწყაულით იოსებ მამასა თჳსსა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა იფქლსა თავად-თავად.13. და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა.14. და შეკრიბა იოსებ ყოველი ვეცხლი, რაოდენი იპოვა ქუეყანასა ეგჳპტისასა იფქლითა მით, რომელსა ჰყიდდეს და იფქლსა უწყვიდა მათ და შეიღო იოსებ ყოველი ვეცხლი სახლსა ფარაოსსა.
დაბადებისა თავი 47
13. და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა.
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ოჯახის დამკვიდრება გესემის მიწაზე (47:2-13):

შენიშნე, რა გონივრულად ურჩევს ძმებს — არა უბრალოდ და არა შემთხვევით შთააგონებს ამას, არამედ სურს მეტ უსაფრთხოებაში ჩააყენოს ისინი და ეგვიპტელებთან არ გაერიონ. რადგან ეგვიპტელებს ეზიზღებოდათ მწყემსურ ცხოვრებას მიმდევარი ადამიანები და სძულდათ ისინი, ხოლო იოსების ძმებს ეგვიპტური განათლება არ ჰქონდათ, ამიტომ იოსები ურჩევს მათ თავიანთი საქმიანობა წინ წამოეწიათ, რომ ამ კეთილშობილური მიზეზით საუკეთესო მიწა გამოეყოთ მათთვის, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ. ამგვარად, იოსებმა „ძმათაგანი მისთა წარიყუანა ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი წინაშე ფარაოჲსა. და ჰრქუა ფარაო: რაჲ არს საქმე თქუენი? და ჰრქუეს: მწყემს ვართ ცხოვართა... აწ უკუე დავეშენნეთ ქუეყანასა მას გესემისასა. და ჰრქუა ფარაო... უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა" (). როგორც იოსებმა ურჩია, ისე უპასუხეს ძმებმა ფარაოს და ამგვარად გესემის მიწაზე ცხოვრების ნებართვა მიიღეს. ფარაომ კი იოსებისადმი კეთილგანწყობის გამო კიდევ თქვა: „უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის